⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.04.2020)

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.07.2018
ძალის დაკარგვა 24.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №365
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.020681
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,417 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.2018 მიღება
24.04.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომში
კოოპერატივი) – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი
მუხლი 2
პრეტენდენტი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს
მუხლი 2
მონაწილე
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ
მუხლი 2
დონორი
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში დაფარავს შესასყიდი მომსახურების განსაზღვრულ ნაწილს
მუხლი 2
ხელშეკრულება
მონაწილეს, სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და დონორს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს
მუხლი 2
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP
Hazard Analysis and Critical Control Points) – სისტემა, რომელიც ემსახურება სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას
მუხლი 2
ბრენდირება
ამ პროგრამის მიზნებისთვის ბრენდირება მოიცავს მონაწილის მიერ წარმოებული პროდუქციისთვის განკუთვნილი შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინისა და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნას
მუხლი 2
პროგრამაში ჩართვა
სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახურის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) მიერ პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა პროგრამით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე
მუხლი 2
აღჭურვილობა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №365 2018 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს 2018 და 2019 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის. 2. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული სურსათის უვნებლობის, მიკვლევადობის, კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა. 3. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და წარმოებული პროდუქტის პოპულარიზებაში ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი  2🔗.  ტერმინთა განმარტება ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომში – კოოპერატივი) – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ბ) პრეტენდენტისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს; გ) მონაწილესასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; დ) დონორისაერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში დაფარავს შესასყიდი მომსახურების განსაზღვრულ ნაწილს; ე) ხელშეკრულება – მონაწილეს, სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და დონორს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; ვ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Points) – სისტემა, რომელიც ემსახურება სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას; ზ) ბრენდირება – ამ პროგრამის მიზნებისთვის ბრენდირება მოიცავს მონაწილის მიერ წარმოებული პროდუქციისთვის განკუთვნილი შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინისა და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნას; თ) პროგრამაში ჩართვა – სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახურის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) მიერ პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა პროგრამით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე; ი) აღჭურვილობა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები. მუხლი 3🔗. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი მხარდაჭერა 1. პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას; ბ) ბრენდირებას. 2. ბრენდირების კომპონენტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, კოოპერატივს ასევე შეუძლია, მოითხოვოს წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენაში თანადაფინანსება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების 10%-ს დაფარავს მონაწილე, 90%-ს კი – სააგენტო. დონორის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოსა და დონორის მიერ დასაფარი ოდენობა განისაზღვრება მათ შორის არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღჭურვილობის ღირებულების 30%-ს დაფარავს მონაწილე, 70%-ს კი – სააგენტო, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. დონორის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოსა და დონორის მიერ დასაფარი თანხის ოდენობა განისაზღვრება მათ შორის არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების თანხის მისაღებად მონაწილემ სააგენტოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დანადგარის შესყიდვის ინვოისი ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს: ა) აღჭურვილობის დასახელებას; ბ) აღჭურვილობის ღირებულებას; გ) მიწოდების პირობებს; დ) საგარანტიო პირობებს; ე) მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებს. 6. სააგენტოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის მომწოდებლისთვის გადახდა ხდება მონაწილის მიერ ამ პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის გადახდისა და სააგენტოსათვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. პროგრამაში მონაწილეობისათვის კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და უნდა შეასრულოს პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. 8. პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. მუხლი 4🔗. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვები 1. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები: ა) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვისათვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქციისთვის განკუთვნილი შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინისა და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნისათვის მომსახურების შესყიდვა. 2. დონორის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განხორციელდება დონორის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება რეგისტრაციის პროცესის პარალელურად. მუხლი 5🔗. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი მოთხოვნები 1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; ბ) საკუთრებაში აქვს რძის გადამამუშავებელი საწარმო; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კოოპერატივის ან/და მისი მეპაიეების მიერ წარმოებული/მიწოდებული რძის გადამუშავებას; დ) განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს განაცხადის წარდგენამდე და წარმოადგენს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ შესაბამის მტკიცებულებას; ე) არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. 2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; ბ) პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის წარდგენის თარიღისთვის აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს და ახდენს მის რეალიზაციას; გ) განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს განაცხადის წარდგენამდე და წარმოადგენს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ შესაბამის მტკიცებულებას; დ) არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. მუხლი 6🔗. საინფორმაციო კამპანია 1. პროგრამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებისა თუ სხვა მექანიზმის გამოყენებით. 2. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენს კოოპერატივების წევრებთან/პოტენციურ წევრებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ძირითადი დანიშნულებისა და პრინციპების, ასევე პროგრამის არსისა და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მუხლი 7🔗. პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენისა და განხილვის წესი 1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.acda.gov.ge), სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს ოც  სამუშაო დღეზე ნაკლები. 2. რეგისტრაციის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო. 3. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) კოოპერატივის  წევრთა  რეესტრის  ასლი; ბ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის თაობაზე; გ) ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან კოოპერატივის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების (ძროხა, ცხვარი) შესახებ; დ) ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან ბიზნესოპერატორის აღიარების/დროებითი აღიარების შესახებ; ე) რძისა და რძის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მოგების გადასახადის დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაციები). 4. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი; ბ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის თაობაზე; გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მოგების გადასახადის დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაციები). 5. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას უფლებამოსილი პირი უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე პრეტენდენტის მიერ ხარვეზის არასათანადოდ აღმოფხვრის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი მას დამატებით უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა თავდაპირველად დადგენილ ვადაში, განაცხადი დარჩება განუხილველი. 7. წარდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ ხდება უფლებამოსილი პირის მიერ პრეტენდენტის პროგრამაში ჩართვა. 8. უფლებამოსილი პირის მიერ პრეტენდენტთა პროგრამაში ჩართვა ხორციელდება უხარვეზო განაცხადის რიგითობის მიხედვით, პროგრამით განსაზღვრული ბიუჯეტის ამოწურვამდე. 9. პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ბიუჯეტის ამოწურვის გამო ვერ ერთვება პროგრამაში, გადადის რეზერვში. რეზერვში არსებული პრეტენდენტების პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია, თუ რომელიმე მონაწილე განაცხადებს უარს პროგრამაში მონაწილეობაზე, არ შეასრულებს ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას ან/და პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის გაზრდის შემთხვევაში. 10. რეზერვში არსებული პრეტენდენტების პროგრამაში ჩართვა ხდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის მიხედვით. მუხლი 8🔗. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება 1. პროგრამაში ჩართვიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში მონაწილეს, სააგენტოსა და დონორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის ფორმდება ხელშეკრულება. 2. ხელშეკრულების ფარგლებში მონაწილემ უნდა შეასრულოს შემდეგი ვალდებულებები: ა) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ამ პროგრამით განსაზღვრული თანადაფინანსების შესაბამისი ღირებულება საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ბ) ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი; გ) დროულად და ჯეროვნად შეასრულოს მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მითითებები; დ) დაიცვას ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების სხვა მოთხოვნები. მუხლი 9🔗. მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები 1. მონაწილის მიერ ამ პროგრამითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მას განესაზღვრება შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. მონაწილე ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა. 2. დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, წყდება მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მომსახურების შესყიდვისათვის გაწეული თანხის სრულად დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი 10🔗. პროგრამის მონიტორინგი 1. პრეტენდენტის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს უზრუნველყოფს სააგენტო. 2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს ექვემდებარება როგორც პრეტენდენტი, ასევე მონაწილე პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.