„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№370
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.020686
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №370

2018 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470230000.10.003.020291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  პროგრამის:

1. მე-2  მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

ა.ა) სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

ა.ბ) სარეზერვო გარეელექტრომომარაგების განაცხადის საფასურის გადასახადი;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) კომუნალური მომსახურების ხარჯები;

კ) საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (სენაკი, ხაშური, წყალტუბო, ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი) სამედიცინო დაწესებულებებისათვის სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობების შესყიდვა.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 7 322.3 ათასი ლარით:

 

№

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

5 502.5

1.1.სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 500.0

1.2. სარეზერვო გარეელექტრომომარაგების განაცხადის საფასურის გადასახადი

2.5

2

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო  გადასახადის  გადახდა

430.0

3

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

4

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების  შესყიდვა

41.5

5

საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის  სამედიცინო  მოწყობილობების შესყიდვა

11.8

6

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო  რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა

199.0

7

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

622.0

 

7.1. 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით

510.0

 

7.2. სპეციალიზებული ფორმის (ფეხსაცმლის) შესყიდვა

112.0

8

საინჟინრო სამუშაოები

2.0

9

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) კომუნალური მომსახურების ხარჯები

1.5

10

საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (სენაკი, ხაშური, წყალტუბო, ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი) სამედიცინო დაწესებულებებისათვის სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობების შესყიდვა

464.0

 

სულ:

7 322.3

.“.                

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2018.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №370. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.020686.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №370, 11.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020686 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4262164/