📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.07.2018
ძალის დაკარგვა 23.02.2022
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016427
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 637 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.2018 მიღება
23.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი
საპატიო არა- საპატიო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 2018 წლის 13 ივლისი ქ.გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ემუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.161.016203., ვებგვერდი, 13/01/2015). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი  მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  ეს წესი განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს.  მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა  საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს, და  შეადგენს 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტ ლარს) ლარს.  მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრის ხარჯების გამოანგარიშების წესი 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობისაგან მოუწყვეტლივ და უსასყიდლოდ. 2. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები. 3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს წერილობითი ან ელექტრონული განცხადების სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ. 5. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული რიგითი სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 100 (ასი) ლარი , ხოლო კომისიის სხდომების  არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი)  ლარი. 6. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს წევრი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლომდე საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთვის, ასევე საკრებულოს სხვა დავალებების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა 1. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათი, განცხადება, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია), საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ავსებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ცხრილს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.  2. საკრებულო, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იღებს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს (განკარგულებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერს. 3. მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარისწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.  მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი საანგარიშო პერიოდი:                                    (თვე)               (წელი) № საკრებულოს წევრის სახელი, გვარი საკრებულოს სხდომების რაოდენობა/ დასწრება საკრებულოს კომისიების სხდომების რაოდენობა/ დასწრება ფრაქციის სხდომების რაოდენობა /დასწრება გაცდენა ამომრჩევლებთან შეხვედრების რაოდენობა საკრებულოს სხვა დავალებების შესრულება საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი (ლარში) საპატიო არა- საპატიო საკრებულოს  აპარატის  უფროსი:  --------------------------------- /----------------------------  / (ხელმოწერა)                               (სახელი, გვარი) ცხრილის შევსების თარიღი:       „-----“ ------------------“-- წელი.