გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.07.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016519
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების
(გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №73
2018 წლის 13 ივლისი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების –
გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გერბი №1 დანართის თანახმად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის დროშა №2 დანართის თანახმად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი
№1
გერბი
გორის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გადაკვეთილია და გაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად) ვერცხლის თეთრი ჯვრით, რომელზეც განთავსებულია მეწამული წითელი მოტივტივე ჯვარი.
პირველი ნაწილი – მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.
მეორე ნაწილი – ლაჟვარდის ველზე გამოსახულია გადაშლილი ვერცხლის (თეთრი) წიგნი.
მესამე ნაწილი – ლაჟვარდის (ლურჯ) ველზე გამოსახულია ოქროს ძნა.
მეოთხე ნაწილი – მეწამულ წითელ ველზე გამოსახულია ოქროს სამი რცხილის ფოთოლი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „გორი“.
დანართი
№2
დროშა
გორის მუნიციპალიტეტის დროშის ველი თეთრქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხნაწილად.
დროშის პირველი და მეოთხე ნაწილი
მეწამულია, ხოლო მეორე და
მესამე ნაწილი ლაჟვარდისფერი.
ზედა მარჯვენა მეწამულ ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.
დროშის პროპორცია 2/3.