„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საპარლამენტო მდივნის შესახებ 25.06.2004
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული კონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ;“;
ბ) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას/წარდგინებას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას;
დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის მისაღებად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას;“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 5 სექტემბერი 2018 წ. N3376-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3376-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010190000.05.001.019134.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3376-Iს, 05.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 010190000.05.001.019134 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4266185/