„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2018 წლის 20 ივლისი ქ. ახალქალაქი |
1. დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 11 313 252 (თერთმეტი მილიონ სამას ცამეტი ათას ორას ორმოცდათორმეტი ) ლარის ოდენობით და ხარჯების მიხედვით 15 795 810 (თხუთმეტი მილიონ შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას ათი) ლარის ოდენობით, გარდამავალი ნაშთი შეადგენს 75 670 ( სამოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარს დანართის შესაბამისად“.
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 203,3 ათასი ლარის ოდენობით.
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2900,3 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1333,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7753,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7756,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7866,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 110,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 4482,5 ათასი ლარის ოდენობით.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 125,9 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 81,1 ათასი ლარი;
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ “საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,0 ათასი ლარი;
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
1. თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების , აგრეთვე , საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ . მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას , რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში .
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა .
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა .
მოსალოდნელი შედეგი : მუნიციპალიტეში მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის კოორდინაცია . თავდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული სამუშაოების შესრულება .
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია , მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა , ასევე , პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება .
მოსალოდნელი შედეგი : მოსახლეობას შეექმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო , რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტს .
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა
პროგრამა გულისხმობს როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მშენებლობა -რეკონსტრუქციას და მოვლა -შენახვას , აგრეთვე , სასოფლო გზების რემონტსაც .
რეაბილიტაციის შემდგომ ქუჩების მდგომარეობა გაუმჯობესდება , მოსახლეობა ისარგებლებს სუფთა და მოხერხებული გზებით , იმოძრავებს კომფორტულად .
2.1. გზების მშენებლობის , რეკონსტრუქციის და მოვლა -შენახვის ხარჯი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება .
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების გზების გაწმენდა თოვლისაგან
ახალი /მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია .
· ბარალეთი - იხტილა სასოფლო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია
· ქ . ახალქალაქში რუსთაველის ჩიხისა და აღნაშენებელის მე -3 შესახვევის რეაბილიტაცია
· სოფ არაგვის სათხილამურო ბაზიდან სოფ . გომანამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
· ახალციხე -ახალქლაქი გზიდან სასწავლო უნივერსიტეტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
· ქ . ახალქალაქში , დარბინიანის ქუჩის რეაბილიტაცია
· ქ .ახალქალაქის აშუღ ჰავასი ს შესახვევის (აშუღ ჰავასის ქუჩიდან თელმანის ქუჩამდე 134 მ )
· ქ .ახალქალაქის თელმანის 1-ლი შესახვევის მოასფალტება (თელმანის ქუჩიდან მიქოიანის ქუჩამდე 95 მ )
· ქ .ახალქალაქის მიქოიანის მეორე შესახვევის მოასფალტება (მიქოიანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე 105 მ )
· ქ .ახალქალაქის ნაზარეთიანის ქუჩის გაგრძელება უკმერსკის ქუჩამდე მოასფალტება (84 მ )
· ქ .ახალქალაქის ა . მარქარიანის ქუჩის მოასფალტება (მარქარიანის ქუჩიდან ნაზარეთიანის ქუჩამდე 176 მ )
· ქ .ახალქალაქში მალხასიანის 2-ლი შესახვევის მოასფალტება (172მ )
· სასოფლო გზების მოსწორება - მოხრეშვა
· ქუჩების დაზიანებული ა /ბეტონის საფარის შეკეთება
· სოფ . ბარალეთი - სოფ . კოჩიო გზის მოასფალტება
· სასაფლაოზე მისასვლელი გზის მოასფალტება
· ახალციხე -ახალქალაქი -ნინოწმინდას გზიდან სოფ . ხანდომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
· ქ . ახალქალაქში , ქუჩების დახაზვის სამუშაოები
რეაბილიტაციის შემდგომ ქუჩების მდგომარეობა გაუმჯობესდება , მოსახლეობა ისარგებლებს სუფთა და მოხერხებული გზებით , იმოძრავებს კომფორტულად .
2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა
2.2.1 წყლის სისტემების რეაბილიტაცია - ექსპლუატაცია
წყალმომარაგების პრობლემა მნიშვნელოვანი საკითხია ყველასათვის . ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები
· სოფ . აზმანაში სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია
· სოფ . დიდი სამსარის სასმელი წყლის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია
· სარწყავი წყალსაქაჩი არხების რეაბილიტაცია და გაწმენდა
· წყალსატევის რეაბილიტაცია (გაწმენდა ) ყანების მოსარწყავად და პირუტყვი დასაწყურებლად (სოფ . ოლავერდი , სულდა , დადეში , ერინჯა , ჩამდურა , გოკი
· სოფ .ტურცხის და სოფ . ლომატურცხის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
· სოფ . დადეშში არსებული წყალსაცავის რეაბილიტაცია
· ქ .ახალქალაქის წმ . ნინოს ქუჩაზე ახალი წყალსადენის გაყვანა
· სოფ . აფნიის საჯარო სკოლის სასმელი წყლის წყალსადენის მოწყობა
· სოფ . დადეშში სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია
· სოფ . ბუზავეთში სასმელი წყლის წყალსადენის რემონტის დასრულება
· სოფ . ბავრის სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია
· სოფ . აბულის სასმელი წყლის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია
· სოფ . იხტილაში და სოფ . მერენიაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია
· სოფ . ტრკნაში სასმელი წყლის ახალი წყალსადენი ქსელის გატარება
· გუსან ავასის შესასხვევის ახალი საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა
· სოფ . ოკამში 800გრძ . მეტრი 50მმ -იანი შლანგის შეძენა პირუტყვისათვის სასმელი წყლის გასატარებლად
· სოფ . ვაჩიანის ტერიტორიაზე 600მ . სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია
მოსახლოდნელი შედეგი : მოსახლეობა სადღეღამისოდ უზუნველყოფილი იქნება წყლით , რომელიც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის განვითარებაზე .
2.2.2 გარე განათების მოწყობა და ექსპლოატაცია
2018 წელს ახალქალაქის ქუჩებზე დაგეგმილია გარე განათების ლამპიონების დადგმა უფრო მეტ ადგილას . ელ .ენერგიის მომსახურების ხარჯი .
· სოფლებში გარე განათების მოწყობა
· ქ . ახალქალაქში გარე განათების მოწყობა
მოსალოდნელი შედეგი : კეთილმოწყობილი ქუჩა ქალაქის სახეა . დღე -ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება .
2.2.3 ახალქალაქის სერვისცენტრი
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ახალქალაქის სერვისცენტრი , რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობას და ტერიტორიის გამწვანებას , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების , პარკების , სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავებას , გარე განათების მომსახურებას , მყარი ნარჩენების შეგროვებას და გატანას , მუნიციპალური გზების კეთილმოწყობას , ზამთრის პერიოდში ქალაქის ქუჩების , ტროტუარებისა და მრავალსართულიანი შენობის სახურავების , მათის ეზოების გაწმენდას თოვლისა და ყინულისაგან , მუნიციპალიტეტის წრალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების მომსახურებას .
მოსალოდნელი შედეგი : სუფთა და კეთილმოწყობილი ქუჩა ქალაქის სახეა . ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის .
2.3 ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა
მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილმოწყობის უზრუნველყოფა ,
· ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის ) მომსახურება .
· ქ . ახალქალაქის საკანალიზაციო ჭეების რეაბილიტაცია .
· სხვადასხვა საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის
· „ტაშვანკა “ დასასვენებელ ადგილზე ფანჩატურის მოწყობა
· სოფ . სულდის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია (სოფლის სახლი , ბავშვთა გასართობი ცენტრი )
· სოფ . ბურნაშეთის რიტუალების სახლის რეაბილიტაცია (საზოგადოებრივი ცენტრი )
· სოფ . ვარევანის კლუბის რეაბილიტაცია (ახალგაზრდული ცენტრი )
· მომავლის სახლის შენობების რეაბილიტაცია
· სპორტული სკოლის შენობების რეაბილიტაცია
· 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულად დაღუპულთა მემორიალის მოწყობა .
· ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ . დადეშში მდებარე რიტუალების სახლის , საერთო ფართით - 329კვ .მ .,
· ქ . ახალქალაქი , მე - 14 სამხედრო ქალაქი , კორპუსი №1
· ქ . ახალქალაქი , 1-ლი სამხედრო ქალაქი , კორპუსი №373
· ქ . ახალქალაქი , აღმაშენებლის ქ . კორპ . №1
· ქ . ახალქალაქში , ცენტრალურ პარკში ახალი ორადგილიანი ატრაქციონის დაყენება რბილი საფარის მოწყობით და არსებული საბავშვო ატრაქციონის რეაბილიტაცია
· დახურული საცურაო აუზის კომპლექსის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია (45 მეტრი )
· ქ . ახალქალაქში 4 (ოთხი ) შუქნიშანის რეაბილიტაცია
მოსალოდნელი შედეგი : მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული კეთილმოწყობის ღონისძიებები რათა ბავშვები უზრუნველყოფილ იქნენ კეთილმოწყობილი სპორტული მოედნებით .
2.4. სოფლის მხარდაჭერი სპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები .
ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლების საცხოვრებელი პირობების კეთილმოწყობა , განხორციელდება როგორც გზების რეაბილიტაცია , ასევე სხვა პროგრამები , როგორიცაა წყალმომარაგება , საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება , სარიტუალო შენობების აშენება და სხვა . ყოველივე ამის შედეგად სრულად თუ არა , ნაწილობრივ მაინც იქნება მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილებული .
2. განათლება
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას , რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება , მათი რეაბილიტაცია , ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა . სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება , რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას .
სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზეფუნქციონირებს საბავშვო ბაღის გაერთიანება , სადაც დაწყებით განათლებას იღებს 780 მეტი ბავშვი . პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს , მათ შორის მასწავლებელთა , აღმზრდელთა ხელფასებს , კვებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს . ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია .
· სოფ . აზავრეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
· სოფ . ბარალეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
· სოფ . კულიკამში საბავშვო ბაღის მშენებლობა
· სოფ . ჩუნჩხაში საბავშვო ბაღის მშენებლობა
· ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ . კარტიკამის საბავშვო ბაღის რემონტი
საბოლოო შედეგი : აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა .
3. კულტურა , რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ -ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას . ამასთანავე , ერთ -ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი , ისე ფიზიკური თვალსაზრისით ) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას , შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ გამოავლინონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები .
საბოლოო შედეგი : კულტურული მემკვიდრეობის , სპორტული და რელიგიური განვითარების გაუმჯობესება და ხელშეწყობა .
3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება .
2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება :
· სპორტული ღონოსძიებების დაფინანსება
· საჭადრაკო სკოლა , სადაც სწავლობს 90 -მდე მოსწავლე ;
· სპორტული სკოლა ; სადაც ირიცხება 198 -მდე სპორტსმენი ;
· სპორტ კომპლექსი ;სადაც 500 -მდე სპორტსმენია ;
· საცურაო აუზი - სადაც 120-მდე მოსწავლეა ;
3.1.1 სპორტული ღონოსძიებების დაფინანსება
დაფინანსებული იქნება სხვადასხვა სპორტული პირველობები ,აგრეთვე , სხვა ჩატარებული ღონისძიებები . თანხები გამოყოფილი იქნება აგრეთვე დიპლომებისა და მედლების შესაძენად ,რათა გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისად დაჯილდოვდნენ . ჩატარებული იქნება შემდეგი ღონისძიებები :
· სასკოლო სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები
· საზაფხულო საბავშვო ბანაკის „ტაშვანკა “- ს ორგანიზება .
· ა (ა )იპ სამცხე -ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბ „ტაო “-ში , გაწევრიანებისათვის
3.1.2 სპორტული სკოლა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სპორტული სკოლა , სადაც ირიცხება 198 -მდე სპორტსმენი ; ჰყავს ფეხბურთის გუნდი „აბული “ რომელიც მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთში . სკოლაში ფუნქციონირებს 7 სახეობა : ჭაბუქთა ფეხბურთი და მინი ფეხბურთი , ფრენბურთი , კარატე , რაგბი , მაგიდის ჩოგბურთი , თავისუფალი სტილის ჭიდაობა . ხელს უწყობს მათი სპორტული ცხოვრების მომავალ განვითარებას და აგრეთვე მათ ჯანმრთელობას . სკოლა ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში , ფრენბურთში , კარატეში , რაგბში , მაგდის ჩოგბურთში , თავისუფალი სტილის ჭიდაობაში .
3.1.3 საჭადრაკო სკოლა
ფინანსდება საჭადრაკო სკოლა , სადაც სწავლობს 90-მდე მოსწავლე , ისინი ეუფლებიან ჭადრაკს სრულყოფილად და იღებენ სხვადასხვა პირველობებში მონაწილეობას . სკოლა ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში .
3.1.4 სპორტ კომპლექსი
სპორტ კომპლექსში დადის 500-მდე სპორტსმენი , სადაც გადიან წვრთვნებს , სპორტის შემდეგ სახეობებში : კრივი , კინგბოქსი , კარატე , სათხილამურო სპორტი . მონაწილეობენ შეჯიბრებეში რაც ხშირად გამარჯვებით მთავრდება . სპორტკომპლექსი ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობა სათხულამურო შეჯიბრი „ჯავახეთის ზამთარი “, პირველობა „არმპრესლინგ “-ში პირველობა კრივში
3.1.5 საცურაო აუზი
ახალქალაქის დახურული საცურაო აუზზე დადის 120-მდე სხვადასხვა ასაკისა და რაოდენობის როგორც მოსწავლეები ასევე მოქალაქეები , რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი სპორტის სახეობის ჩამოყალიბებას . საცურაო ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობა .
3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე განხორციელდება კულტურული ღონისძიებები , მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები .
წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება :
კულტურის ღონისძიებების დაფინანსება ;
· ბიბლიოთეკები ;
· კლუბები
· სახელოვნებო სკოლები
· მუსიკალური სკოლა
· მუზეუმი
· აშუღის სკოლა
· მომავლის სახლი
3.2.1 კულტურის ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსდება ისეთი მასობრივ -ტრადიციული დღესასწაული , როგორიცაა ქალაქის დღე , „ ჯივანი “. ფესტივალები , სადაც მონაწილეობას მიიღებენ თვითნასწავლი მხატვრები და სხვა შემოქმედებითი ადამიანები .
3.2.2 ბიბლიოთეკები
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბიბლიოთეკები და საბიბლიოთეკო გაერთიანებები .
შედეგი : მომხმარებელთა სრული უზრუნველყოფა წიგნებითა და შესაბამისი ინფორმაციით .
3.2.3 კლუბები
კლუბებში ერთიანდება ანსამბლი „ ჯავახკი “, ქართული ანსამბლი „მურჯი “, სახელმწიფო ინსტრუმენტალური ანსამბლი , თოჯინების თეატრი , საბავშვო თეატრი , საესტრადო ანსამბლი . კლუბური გაერთიანებები აგრეთვე არსებობს მუნიციპალიტეტის 30 სოფელში , რაც ხელს უწყობს მოსახლეობას , ბავშვებს , შეისწავლონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში .
3.2.4 სახელოვნებო სკოლები
სახელოსვნებო სკოლებში 140-მდე მოსწავლე სწავლობს ხატვას , ძერწვას , კერვას , ქარგვას და სხვა მრავალ სახელოვნებო დარგს .
3.2.5 მუსიკალური სკოლა
მუსიკალურ სკოლაში სწავლობს - 170 მოსწავლე ,სადაც იღებენ სრულყოფილ მუსიკალურ განათელებას , მონაწილეობენ სხვადასხვა კონცერტებსა და საერთაშორისო ფესტივალებში .
3.2.6 მუზეუმი
ახალქალაქის მუზეუმში ინახება ძველი ისტორიული შემოქმედებითი ნივთები , მუზეუმს ჰყავს დამთვალიერებელი , რაც მოსახლეობას ხელს უწყობს კარგად გაეცნონ ისტორიას .
3.2.7 აშუღის სკოლა
სკოლაში სწავლობს 30-მდე მოსწავლე , რომლებიც შეისწავლიან სიმღერასა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას . მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას ფესტივალებში და აწყობენ კონცერტებს .
3.2.8 მომავლის სახლი
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მომავლის სახლი , რომელშიც შექმნილია სხვადასხავა შემოქმედებითი ჯგუფები . სადაც ირიცხება 100 ბავშვი . მუნიციპალიტეტი აფინასებს მომავლის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს , მათ შორის მასწავლებლების ხელფასებსა და სხვა მიმდინარე ხარჯებს .
საბოლოო შედეგი : ბავშვების განვითარება ხელოვნების მიმართულებით.
3.3 საინფორმაციო პროგრამა .
ფინანსდება საინფორმაციო პროგრამა , როგორც მედია ისე საგაზეთო მომსახურებები . რათა მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს გაეცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს . იყვნენ სრულად ინფორმირებულები ქვეყანაში არსებული მდგომარეობით .
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტია . მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები , რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან .
4.1 ჯანდაცვის პროგრამები
პროგრამაში ერთიანდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება და ჯანდაცვის სხვა საქმიანობები .
4.1.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას , კერძოდ :
· არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია , დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა , სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება ;
· დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით . ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება , პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება ;
· მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის , ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების გავლენის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა ;
· სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა )
· ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებების , მასობრივი მოშხამვების , აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება ;
· მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ -ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი , მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში შხამიანი ცხოველების , ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები .
საბოლოო შედეგი : ღონისძიებათა ხარისხიანი და დროული ჩატარება გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისგან .
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას . სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში . კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას , დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას .
5.2.1 ექსტრემალური შემთხვევბის , ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯი
ამ ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს რაიონის შეჭირვებულ მოსახლეობას , სასწრაფო გადაუდებელი დახმარების , ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯების , სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად . აღნიშნული დახმარებები გაიცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე , ამ პროგრამით სარგებლობენ ასევე შშმ პირები ინვალიდის ეტლზე , ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები , ჰემოდიალიზის კურსზე მყოფი პირები , ასევე ის პირები რომლებიც დაავადებულები არიან ისეთი დაავადებებით როგორიცაა სისხლის გათეთრება , ღვიძლის დაშლა (ბოლო სტადია ), ტუბერკულიოზი , ინფექციური დაავადებების მქონე და გონებრივად ჩამორჩენილი შშმ პირები , ხანგრძლივად წოლით რეჟიმში მყოფი ავადმყოფები .(1500 ლარამდე ).
მოსალოდნელი შედეგები : სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება .
5.2.2 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარება
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება თითოეულზე 750 ლარი .
მოსალოდნელი შედეგი : მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა სოცილაურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება .
5.2.3 ახალშობილთა დახმარება
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დახმარება , ახალშობილის შეძენის შემთხვევაში . თითოეულ ახალშობილზე , მის მშობლებს მუნიციპალიტეტი გადასცემს 250 ლარს .
მოსალოდნელი შედეგი : მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება .
5.2.4 სოციალურად დაუცველი , შშმ და რეპრესირებული პირების , ობოლი ბავშვების , მარტოხელების , ოჯახების ორი ან მეტი პენსიონერით , დევნილების , მრავალშვილიანების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : ფინანსური დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახების , ასევე პროგრამით სარგებლობენ : მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი ), რეპრესირებულები , დევნილები , დედით და მამით ობოლი ბავშვები , ახალდაქორწინებული უმუშევარი წყვილები , უსახლკარო პირები , შშმ პირები ინვალიდის ეტლზე , შშმ ბავშვები 18 წლამდე , მარტოხელა პირები , ორი ან მეტი პენსიონერი ოჯახში , ქიმიო -თერაპიის , დიალიზის კურსზე მყოფი პირები , 100 წელს გადაცილებული პირები . დახმარება შეადგენს 100-დან -1500 ლარს .
მოსალოდნელი შედეგი : სოციალურად დაუცველი მოსახლეობის , შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა , მარტოხელა პენსიონრების ასევე ლტოლვილთა და რეპრესირებულთა სოციალური -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება .
5.2.5 საბინაო - საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის დახმარება
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად , სახლის დაზიანების , საცხოვრებლად გამოუსადეგარ , ავარიულ სახლში /ბინაში ცხოვრების შემთხვევაში , კომისიის მიერ დაგენილი თანხის ოდენობით (1500 ლარამდე ).
მოსალოდნელი შედეგი : სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება .
5.2.6. მრავალშვილიანი ოჯახებიდან , შშმ , ობოლ და სოციალურად დაუცველ ბავშვებისათვის ფასიანი სწავლების დაფინანსება
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : შეზღუდული შესაძლებლობების მქონე , ობოლი , მარჩენალდაკარგული (23 წლამდე ) და მრავალშვილიანი (4 და მეტი ბავშვი 23 წლის ასაკამდე ) ოჯახებდან ბავშვების ფასიანი სწავლების დაფინანსება , თითოეულ ბავშვზე 1000 ლარამდე . მოსალოდნელი შედეგი : იმ ბავშვთა ფასიანი სწავლების უზრუნველყოფა , რომელთა მშობლებსაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ .
5.2.7. ომში მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : ომის მონაწილეთა და სამხედრო ძალების ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების დაფარვა . ბენეფიტის ოდენობა 400 ლარი , ხოლო უსახლკარო პირთათვის 1000 ლარამდე .
მოსალოდნელი შედეგი : ომის გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების მდგომარეობის შემსუბუქება .
5.2.8 9 მაისის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : გვირგვინებით შემკობის ღონისძიების ხარჯების დაფარვა (500 ლარი ).
მოსალოდნელი შედეგი : მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მეომერთათვის პატივის მიგება .
5.2.9 ფინანსური დახმარება მედიკამენტებისათვის
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ფინანური დახმარების გაწევა მედიკამენტებისათვის , გლუკომეტრისათვის , სასმენი აპარატებისთვის სოციალურად დაუცველ პირებზე , შშმ პირებზე ინვალიდის ეტლზე , შშმ ბავშვებსა და შშმ პირებზე , ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს .(1000 ლარამდე ).
მოსალოდნელი შედეგი : სოციალურად დაუცველი პირებისა და შშმ პირთა აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა .
განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს დახმარება ყველა მუხლით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისის გადაწღვეტილების საფუძველზე , იმ პირების მიმართ , რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებას ,
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|