ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. დიდი ხეივნის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიდი ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 10.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №205
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016451
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის გზისკარის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რქაწითელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. დიდი ხეივნის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიდი ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №205
2018 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. დიდი ხეივნის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიდი ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. დიდი ხეივნის ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს დიდი ხეივნის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაშ, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე