„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №61 |
|
2018 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლს დაემატოს „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების ქვეგანყოფილების სამოქალაქო პირთა დანამატები (დანართი №16).“. 2. 30-ე მუხლს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატები №15 დანართის შესაბამისად. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად ამ ბრძანების №7 და №15 დანართებით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ №15 დანართით გათვალისწინებული დანამატი, თუ იგი აღემატება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატის ოდენობას, ხოლო თუ №15 დანართით გათვალისწინებული დანამატი №7 დანართით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლებია, სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატი. 4. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში გასაწვევად შერჩეულ პირებს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ძირითად შტატზე დანიშვნამდე, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემთხვევაში მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით.“. 3. №6 დანართის მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“.
4. №7 დანართის: ა) მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "
“. 5. №14 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №14 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები
(ლარებში)
“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 6 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|