„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №29 |
|
2021 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №16);“. 2. 30-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა 91 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი, კურსის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 450 ლარის ოდენობით.". 3. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 91 პუნქტი: „91. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი): სპეციალური დანიშნულების ასეულის სპეციალური დანიშნულების ჯგუფში, სნაიპერთა ჯგუფში; სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი): სპეციალური დანიშნულების ასეულის სპეციალური დანიშნულების ჯგუფში, სნაიპერთა ჯგუფში, საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეულის საზღვაო სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა შეტევის ჯგუფში და საზღვაო სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა თავდაცვის ჯგუფში და რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი, კურსის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 625 ლარის ოდენობით.“; ბ) 101 პუნქტი: „101. ამ მუხლის მე-8 და 91 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად 250 და 625 ლარის ოდენობის დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ 91 პუნქტით გათვალისწინებული 625 ლარის ოდენობის დანამატი.“. 4. №7 დანართის: ა) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
ბ) მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
“.
5. დანართი №16 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,დანართი №16
სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მოსამსახურეთა დანამატები
(ლარებში)
“.
მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების: ა) პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები გავრცელდეს 2021 წლის 6 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები გავრცელდეს 2021 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|