📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №119
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2018
matsne.gov.ge 1,841 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ქონება
ვანის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ნებისმიერი ნივთი
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება
მუხლი 2
დაწესებულება
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (საკრებულო, მერია) და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში
კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დასახელება
ფიზიკური ცვეთის ნორმა საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობა
% ლარი
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
დასახელ-ება რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.10.2022 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2022 ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.02.2017 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.07.2015 ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალნსზე რიცხული ძირითადი საშუალებების, ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №119 2018 წლის 23 ივლისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 106​1 მუხლის მე-14 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №3). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4). მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04.11.2011 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016038). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი                                                                                                                                                    დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტისა (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქონება – ვანის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ნებისმიერი ნივთი; ბ) ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება; გ) დაწესებულება – ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (საკრებულო, მერია) და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; დ) საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესი 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსში. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 3. ინვენტარიზაციის დაწყების დღისათვის დაწესებულების შესაბამისი სამსახური ვალდებულია დაასრულოს შემოსავალ-გასავლის  ყველა დოკუმენტის დამუშავება, შესაბამისი ჩანაწერები შეიტანოს ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში), გამოიყვანოს ნაშთები ინვენტარიზაციის დაწყების დღისათვის და მიაწოდოს საინვენტარიზაციო კომისიას. 4. დაწესებულებაში ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, რომლის შემადგენლობის (მათ შორის – კომისიის თავმჯდომარის) შერჩევა ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 5. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. 6. დაწესებულების მატერიალურად პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი. 7. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და ამ წესით განსაზღვრული პროცედურების დაცვაზე. 8. კომისია პირველივე სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მდივანს, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 9. თუ კომისიის წევრს საპატიო მიზეზით არ შეუძლია ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, დაწესებულების ხელმძღვანელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შეუძლია მისი შეცვლა. 10. კომისიის წევრის შეცვლის დროს ყოფილი წევრის ხელმოწერით დადასტურებული შუალედური საინვენტარიზაციო აღწერები რჩება ძალაში. 11. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). 12. ინვენტარიზაციის ჩატარება კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად. 13. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც აისახება მიღებული გადაწყვეტილებები და კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები. 14. კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ინვენტარიზაციის აქტში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, იგი წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს დაწესებულების ხელმძღვანელს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს. 15. ინვენტარიზაციის შედეგები წარედგინება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი კომისიის მიერ წარმოდგენილ ინვენტარიზაციის შედეგებს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4🔗. კომისიის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა 1. კომისია უფლებამოსილია: ა) განახორციელოს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების აღწერა, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით, ხოლო მატერიალურად პასუხისმგებელი პირის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ, როგორც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა, მიეთითება ინვენტარიზაციის აქტში და საინვენტარიზაციო აღწერა განხორციელდება ადგილმდებარეობის მიხედვით; ბ) დაწესებულების შესაბამის სამსახურთან ერთად განსაზღვროს ინვენტარიზაციის შედეგები; გ) ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად შეიმუშაოს წინადადებები აქტივებისა და ვალდებულებების ანალიზური აღრიცხვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად; დ) შეიმუშაოს წინადადებები არაფინანსური აქტივების და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შენახვისა და დაცვის გასაუმჯობესებლად; ე) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ წერილობითი ფორმით წარუდგინოს ინფორმაცია დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე. 2. კომისია პასუხისმგებელია: ა) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე; ბ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განსხვავებული ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა.შ.) სწორად შეტანაზე. 3. კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, დაწესებულების კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე. მუხლი 5🔗.  ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი 1. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იქმნება საინვეტარიზაციო კომისია, რომელიც უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მდივანი და წევრები, რომლებიც შეირჩევიან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისაგან. 2. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოსაწერი) ძირითადი საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალებების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტებისა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს ყველა ძირითად აქტივზე ცალკ-ცალკე, მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტებს. 3. ქონების  ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების მოთხოვნებს. 4. ვანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების პროექტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 5. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 7. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება ან/და განკარგვა 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისთვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია. 8. ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 7🔗.  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის და განკარგვის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. ამისათვის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 2. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ. 4. საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელძღვანელი ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი ქონების ჩამოწერის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის საფუძველზეც კომისია, აუდიტორის/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ადგენს ამორტიზებული ან/და გამოუყენებლი ქონების ჩამოწერის აქტს. 5. ქონების  ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.                                                                                                                                                          დანართი №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი ______________________________________________ (დაწესებულების დასახელება, თარიღი) № ძირითადი აქტივის დასახელება საინვენტარო № საწყისი ღირებულება (ლარი) ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება ლარებში შენიშვნა ფიზიკური ცვეთის ნორმა საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობა % ლარი % ლარი კომისიის თავმჯდომარე: ______________________________   ( __________________________ ) კომისიის წევრები: ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ )                                                                                                                                                          დანართი №3 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტი ______________________________________________ (დაწესებულების დასახელება, თარიღი) № ძირითადი აქტივის დასახელება საინვენტარო № შეძენის წელი ნარჩენი საბალანსო ღირებულება ლარებში შენიშვნა კომისიის შემადგენლობა: ------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20     წელი  ------------- № ---- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ----------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------- და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე; შეძენის წელი: ------------------------- საწყისი საბალანსო ღირებულება: ----------------------------------- ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლივიდაციის მიზეზი:            ა)  -------------------------------------; ბ) -----------------------------; გ) ---------------------------- კომისიის დასკვნა: -------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე: ______________________________   ( __________________________ ) კომისიის წევრები: ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგის გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ------------- ( -----------------------------) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: ----------------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე: ______________________________   ( __________________________ ) კომისიის წევრები: ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ )                                                                                                                                                          დანართი №4 მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტი ______________________________________________ (დაწესებულების დასახელება, თარიღი) № დასახელება საინვენტარო № შეძენის წელი ერთეულის ღირებულება რაოდენობა ღირებუ-ლება ჩამოწერის მიზეზი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული აქტივები შენიშვნა დასახელ-ება რაოდენობა ღირებუ-ლება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 კომისიის თავმჯდომარე: ______________________________   ( __________________________ ) კომისიის წევრები: ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ ) ___________________________  (  __________________________ )