„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის № 69 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016465
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62

2018 წლის 25 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 06.02.2015, №010250020.35.123.016279) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დანართის   მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9¹ პუნქტი:

„9¹. იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობისათვის (მათ შორის ავტომანქანიდან ნებისმიერი პროდუქციის რეალიზება).“.

2. დანართის 22-ე მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ლ¹“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ლ¹. ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებზე, მე-4 მუხლის „9¹“ პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საქმიანობა.“.

3.  დანართის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ლ¹“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უფლებამოსილია ავტომანქანა გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე, ხოლო „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, ავტომანქანების გადაყვანა საჯარიმო სადგომზე განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია