სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს (ს/ნ202359009) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№465
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №465

2018 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს“ (ს/ნ202359009) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანების და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 ივნისის №133/04 ბრძანების საფუძველზე:

1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოსათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 5 თებერვლის №54 განკარგულება.

3. დაიწყოს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) ლიკვიდატორად, ლიკვიდაციის დასრულებამდე, დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანების შესაბამისად.

5. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დახუროს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) საკორესპონდენტო ანგარიშები ლარში და უცხოურ ვალუტაში და გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის), სადაც გადაიტანება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული ნაშთები. ამავდროულად, დახუროს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) მინიმალური სავალდებულო რეზერვების, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები და აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები და მათ შორის სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე, უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშებზე და დეპოზიტებზე დარიცხული პროცენტი მიმართოს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) შესაბამის სალიკვიდაციო ანგარიშებზე.

6. გაუქმდეს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) მონაწილეობა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS სისტემა) და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).

7. ამ განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) მარეგისტრირებელ ორგანოს და აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ასევე, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე ბანკის ხელმძღვანელ ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.

9. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

10. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

მურთაზ კიკორია