1.1. „არბიტრაჟი“ – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;

1.2. „არბიტრი” – არბიტრაჟის წევრი;

1.3. „არბიტრთა კოლეგია“ – კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილი არბიტრაჟი სამი არბიტრის შემადგენლობით;

1.4. „არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე“ – არბიტრთა კოლეგიის წევრი, რომელიც უძღვება არბიტრთა კოლეგიის სხდომას და ახორციელებს კოლეგიის სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას;

1.5. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია” მუდმივმოქმედი არბიტრაჟი;

1.6. ,,მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს  შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგიას“ პარტნიორთა კრება უვადოდ.

1.7. ,,დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;

1.8. ,,მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე;

1.9. ,,საარბიტრაჟო მოსარჩელე” – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;

1.10. ,,საარბიტრაჟო მოპასუხე” – მხარე, რომლის წინააღმდეგ წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი;

1.11. არბიტრაჟის ხარჯები – საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებ