ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.134.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები |
| 3 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 4 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები |
| 5 | სასტუმროები |
| 6 | საავადმყოფოები |
| 7 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები |
| 8 | სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები |
| 9 | სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) |
| 10 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი) |
| 11 | აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| 12 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 13 | ავტოსადგომები |
| 14 | ავტოგასამართი სადგურები |
| 15 | ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების
შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2018 წლის 27 ივლისი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
შემოღებული იქნას ქედის მუნიციპალიტეტში:
ა)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი და მისი ოდენობა განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს – 0,70 ლარით;
ბ)
ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის და მისი ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე – 0.50 ლარით თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე - 0,25 ლარი თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
გ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს – 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე;
დ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლი, თანახმად დანართი №3-ს შესაბამისად.
2.
დამტკიცდეს:
ა)
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი №1-ისა;
ბ)
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი №2-ისა;
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტების მშენებლობა, ხოლო მშენებლობის ნებართვის მოპოვებას არ საჭიროებს და მისგან გათავისუფლდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები რომელთა საქმიანობაზე ან ქმედებებზე არ ვრცელდება ამავე კანონის მოქმედება.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 მარტის №39 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა” №46 გვ.8, 23.03.2007, სარეგისტრაციო კოდი:210.020.010.35.134.001.096).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე
დანართი №1
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1.
ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
2.
მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს მშენებლობის ობიექტის მესაკუთრე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს განახორციელოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად შედგენილი პროექტით განსაზღვრული ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემის ან მათი შემაერთებელი კვანძების მშენებლობის, მონტაჟის ან სხვა სპეციალური სამუშაოები, ნებართვაში მითითებული თარიღიდან არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში მითითებულ ვადებში.
3.
მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიღების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მუხლი 2🔗.
ნებართვის გაცემის (მიღების) ობიექტი
მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) ობიექტები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესი
1.
მშენებლობის მოსაკრებლის განაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება განაშენიანების ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეადგენს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ-ზე 0.70 (სამოცდაათ) თეთრის ოდენობით.
2.
მოსაკრებლის გადახდა ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
1.
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
2.
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლისაგან განთავისუფლება
მოსაკრებლისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.
მუხლი 6🔗.
მშენებლობის ნებართვის გამცემი
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტსა და მშენებლობის სანებაართვო მოწმობას ხელს აწერს ქედის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 7🔗.
ნებართვის გამცემის პასუხისმგებლობა
მოსაკრებლის თანხების ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე და ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს.
მუხლი 8🔗.
ნებართვის მიმღებთა პასუხისმგებლობა
1.
ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ნებართვის მიმღებნი ვალდებულნი არიან დაიცვან კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნები.
2.
კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება:
ა)
მშენებლობის დაწყება ნებართვის გარეშე;
ბ)
მშენებლობის ნებართვაში მითითებულ თარიღზე ადრე სამუშაოების დაწყება.
3.
ნებართვის პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 9🔗.
ნებართვის დამადასტურებელი საბუთის რეკვიზიტები და ფორმა
სანებართვო მოწმობის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა)
შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში;
ბ)
მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი;
გ)
მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;
დ)
მშენებლობის ნებართვის ნომერი;
ე)
მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;
ვ)
მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი;
ზ)
შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
თ)
მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები;
ი)
ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
კ)
შენობა-ნაგებობის კლასი;
ლ)
შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები;
მ)
მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.
დანართი №2
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1.
ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, იგი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებამოვალეობებს.
2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას.
3.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასური.
4.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
1.
მოსაკრებლის გადამხდელია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
2.
ორგანიზებული ბაზრობების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1.
მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2.
მოსაკრებელის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:
ა)
მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარი თვეში;
ბ)
მოსახლეობისათვის, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია – ერთ სულ მოსახლეზე – 0,25 ლარი თვეში;
გ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = (N X C X K):12;
M- მოსაკრებლის განაკვეთი თვეში;
N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
С – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C =16.48 ლარი;
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე).
3.
ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებელის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4.
ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.
ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6.
მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გაიგზავნება იმ ორგანიზაციის დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმინობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
9.
ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
11.
თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების დაწესებულებებისა და იურიდილი პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქედის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
3.
არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე, არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართებზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, შიდა ბიბლიოთეკები, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები) სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
4.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
5.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
6.
მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) თითოეული მოსახლის ქედის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არ ყოფნის ვადა. შესაბამისი სამსახურის ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირის მოთხოვნის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს მუნიციპალიტეტში არყოფნის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (გაცემული ვიზა, ან სამგზავრო ბილეთი, ამხანაგობის ცნობა და ა.შ.).
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2.
ქვითრის ტიპიურ ფორმას ამტკიცებს ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა)
მოსაკრებლის გადამხდელი;
ბ)
მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ)
გადასახდელი თანხა;
დ)
გადახდის ვადა;
ე)
გადახდის ადგილი.
3.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში.
4.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗.
მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები
1.
ქედის მუნუციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.
2.
ქედის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირის, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი. (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, ან მინიმუმ სამი მეზობლის მიერ ხელწერით დადასტურებული განაცხადი და ა.შ).
3.
საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.
4.
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირის.
5.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
6.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
7.
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
8.
ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ.
9.
წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
მუხლი 8🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
1.
მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს ან/და შესაბამის საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს ქედის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიისს მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
დანართი №3
გამოანგარიშების ცხრილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის
№
საქმიანობის სფერო
ზომის ერთეული (K)
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
(N)
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
(M)
1
2
3
4
5
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
საერთო ფართის 1 მ2
0.04
0.05
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
საერთო ფართის1 მ2
0.200
0.27
3
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
0.600
0.82
4
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
ერთი სული
0.07
0.10
5
სასტუმროები
მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)
2.000
2.75
6
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
0.309
0.42
7
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
საერთო ფართის 1 მ2
0.14
0.19
8
სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები
ღია ფართის 1 მ2
0.020
0.027
დახურული ფართის 1 მ2
0.1
0.14
9
სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)
სამუშაო ფართის 1 მ2
0.15
0.21
საერთო ფართის 1 მ2
0.1
0.14
10
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)
სამუშაო ფართის 1 მ2
0.320
0.44
11
აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0.18
0.25
12
შერეული საქონლის ბაზრობები
ერთი ადგილი
0.17
0.23
13
ავტოსადგომები
ღია ფართის 1 მ2
0.020
0.027
დახურული ფართის 1 მ2
0.160
0.22
14
ავტოგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 მ2
0.12
0.16
15
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები
ღია საერთო ფართის 1 მ2
0.040
0.05
დახურული საერთო ფართის 1მ2
0.160
0.22
16
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1 მ2
0.200
0.27
17
მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
სამუშაო ფართის 1 მ2
0.18
0.25
18
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.40
0.55
19
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.04
0.05
20
საცხობები
საერთო ფართის 1 მ2
0.18
0.25
21
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის 1 მ2
0.020
0.027
22
სამხედრო ნაწილები და პენეტენციალური სისტემები
ერთი ადგილი
0.600
0.82
23
სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)
სამუშაო ფართის 1 მ2
0.25
0.34
24
შერეული საქონლის მაღაზიები
საერთო ფართის 1 მ2
0.17
0.23
მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = N X C X K : 12
N – ნაჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში
С – მოსაკრებელი 1 კბმ ნარჩენის გატანაზე, C= 16,48 (ლარი)
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა).