ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტისა და მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2018
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016265
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტისათვის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 08.07.2011
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.04.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითებისა და დადგენილების ფორმების დამტკიცების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტისა და მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2018 წლის 27 ივლისი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტისა და მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 აპრილის №9 დადგენილება (ვებგვერდი: 08/05/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.151.0161123) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტისათვის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 აპრილის №10 დადგენილება (ვებგვერდი: 08/05/2013წ., სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016124) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე
დანართი №1
შედგენის თარიღი
მ ი თ ი თ ე ბ ა №
დამრღვევის ვინაობა და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამრღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აღნიშნული გათვალისწინებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის თავი IV ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის გამოსწორების ვადა –––––––––––––––––––––––––––––––––––– დღე.
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: –––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მითითება ჩაჰბარდა და გაეცნო: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის IV, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად შესრულდა (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის თავი მეოთხე, 25-ე მუხლი მე-5 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თვისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი).
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ:
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის – ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებებისაგან. ასეთ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბრძანება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონითა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში-ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
დანართი №2
შემოწმების აქტი №
დ. სტეფანწმინდა შედგენის თარიღი –––––––––––
დამრღვევის დასახელება და მისამართი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
დამრღვევს –––––––––––––––––– მიეცა № –––––– მითითება
–––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(უფლებამოსილი ორგანოს მითითება)
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის თავი IV, 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, მითითებაში დაფიქსირებული იყო შემდეგი სახის დარღვევები:
1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ დამრღვევის მიერ შესრულდა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დარღვევის სახეები)
აღნიშნულიდან გამომდინარე აქტს ვადგენთ მასზედ, რომ მითითება
ა) შესრულდა
ბ) არ შესრულდა
გ) არადროულად შესრულდა
აქტი შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შედგენის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აქტი ჩაჰბარდა და გაეცნო: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის თავი IV, 25-ე მუხლის, მე-13 პუნქტი).
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის თავი IV, 25-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კანონის 25-ე მუხლის, მე-14 პუნქტი).
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემოფარგლული უსაფრთხოების ღობე.