„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
„მუხლი 10
1. პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება:
ა) საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურე;
ე) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი;
ვ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;
ზ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;
თ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;
ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
კ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3302-რს |
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:🔗
„მუხლი 10
1. პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება:
ა) საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურე;
ე) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი;
ვ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;
ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;
თ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;
ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.“.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №4103 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.🔗
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4255 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,21 ივლისი 2018 წ.
N3302-რს