„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.07.2018 ბოლო ცვლილება 28.06.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3284-რს
სარეგისტრაციო კოდი
140030000.05.001.019082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) 57-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გადასცემს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3284-რს