„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა).“.
2. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3286-რს |
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:🔗
1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა).“.
2. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.🔗
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4241 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4590 – ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,21 ივლისი 2018 წ.
N3286-რს