„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.07.2018 ბოლო ცვლილება 20.09.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3290-რს
სარეგისტრაციო კოდი
120260080.05.001.019085
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე​2“ ქვეპუნქტი:

„ე2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5​8 მუხლი:

„მუხლი 5​8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდებები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3290-რს