მუხლი 116. მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების დაუშვებლობა და საგამონაკლისო წესი
თავი XII — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი
1. მშენებლობის ნებართვის ან მშენებლობის შეტყობინების საფუძველზე მოპოვებული მშენებლობის განხორციელების უფლების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მოქმედება არ ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ან სასამართლოში გასაჩივრების გამო.
2. უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს შეუძლია დაინტერესებული მხარის მოთხოვნით შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი გასაჩივრებული აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ ამ აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს დაინტერესებულ მხარეს ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მხარის კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო განსაზღვრავს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების გონივრულ ვადას.
თავი XIII
მშენებლობის ზედამხედველო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.07.2018).
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 116. მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების დაუშვებლობა და საგამონაკლისო წესი 1. მშენებლობის ნებართვის ან მშენებლობის შეტყობინების საფუძველზე მოპოვებული მშენებლობის განხორციელების უფლების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მოქმედება არ ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ან სასამართლოში გასაჩივრების გამო. 2. უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს შეუძლია დაინტერესებული მხარის მოთხოვნით შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი გასაჩივრებული აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ ამ აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს დაინტერესებულ მხარეს ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მხარის კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო განსაზღვრავს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების გონივრულ ვადას. თავი XIII მშენებლობის ზედამხედველობა
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, მუხლი 116, №3213-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276845/muxli-116/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია