1. მშენებლობის ზედამხედველობის სახეებია:
ა) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა;
ბ) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა;
გ) მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა.
2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე − აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი), ხოლო მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5693
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 117. მშენებლობის ზედამხედველობის სახეები 1. მშენებლობის ზედამხედველობის სახეებია: ა) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა; ბ) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა; გ) მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა. 2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღ. მასრულებელი ორგანო , მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე − აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი), ხოლო მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი.