საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 30.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №30/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შარაბიძე კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე 2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№30/2018
2018 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 5 იანვრის №1/2018 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიების საბიუჯეტო განაცხადის ფორმები (ფორმა №1, №1-1, №2-1, №1-2/2-2, №1-3, №2-3, №1-4, №1-5, №2-4, №2-5, №3, №4) დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისათვის განისაზღვროს საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს წარუდგინონ ინფორმაცია არაუგვიანეს 5 აგვისტოსი, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, დანართი 2-ით დადგენილი დაფინანსებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ცესკოს მიერ ჩასარიცხი, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი დაფინანსების თანდართული ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილების პირველი - მე-4 მუხლების მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა, ცესკოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცესკოს დადგენილების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.
მუხლი 6🔗
ცესკოს მიერ, ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.
მუხლი 7🔗
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 8🔗
საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გაწიონ არაუმეტეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა.
მუხლი 9🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძეკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი