ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები და გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია.
ორგ. კოდი
დასახელება
2018 წლის გეგმა
2019 წლის პროგნოზი
2020წლის პროგნოზი
2021 წლის პროგნოზი
03 00
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
5399,2
1000.0
1000.0
1000.0
03 01
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
2823,1
80.0
80.0
80.0
03 02
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
2422,9
920.0
920.0
920.0
03 02 01
ბინათმშენებლობის ღონისძიებები
16.2
03 02 02
წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები
911,6
03 02 03
გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები
276,7
250.0
250.0
250.0
03 02 04
გარემოს დაცვითი ღონისძიებები
1218,4
670.0
670.0
670.0
03 02 05
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო კომუნალურ მეურნეობაში
03 03
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
153,2
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შესაკეთებელი გზების რეაბილიტაცია. 2018 წელს დაგეგმილია ქ. დედოფლისწყაროში არსებული შიდა გზების ორმოული შეკეთება და მოასფალტება, სოფლებში არსებული ასფალტის საფარიანი გზების რეაბილიტაცია, გრუნტოვანი გზების მოხრეშვა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
საგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა.
ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია
(პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილობრივი დასუფთავება, ქ. დედოფლისწყაროში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოწესრიგდება და გარკვეულ ქუჩებზე მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, აგრეთვე სოფლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს და ამორტიზებულ წყალმომარაგების სისტემებს.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
განათებული ქალაქი და სოფლები;
გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
საცხოვრებელი კორპუსების მდგომარეობა;
ქუჩების განათების 80%-იანი მაჩვენებელი;
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან 80%-ით გათავისუფლებული ქალაქი და ნაწილობრივ გათავისუფლებული სოფლების ტერიტორია.
ბ.ა) ბინათმშენებლობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საექსპერტო მომსახურება 2018 წელში განსახორციელებელ პროექტებზე.
ბ.ბ) წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაცია.
ბ.გ) გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და ახალი ქსელის მოწყობა, კერძოდ: ქ. დედოფლისწყაროში მთელ რიგ ქუჩებზე გარე განათების მოწყობა.
ბ.დ) გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04)
გარემოს დაცვითი ღონისძიებებიდან დასუფთავების სამუშაოები და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. ეკოლოგიური და სანიტარიული ნორმების დაცვის მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქ. დედოფლისწყაროდან და სოფლებიდან: ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ოზაანი, გამარჯვება, ხორნაბუჯი და სამრეკლო, გრაფიკის შესაბამისად, დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება.
ქვეპროგრამის ფარგლებში ქ. დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოწესრიგდება და მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები.
გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, აგრეთვე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იერსახე შელახულია და აქედან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მათი რეაბილიტაცია, დედოფლისწყაროსა და სოფლებში აგრეთვე მთელ რიგ სოფლებში მოხდება მოსაცდელის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელების გაწმენდა, მინისპორტული მოედნების მოწყობა და ა.შ.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლების უმრავლესობაში შეიქმნება კეთილმოწყობილი გარემო;
გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტში დასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და შემცირდება მიგრაციის პროცესი.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობის მდგომარეობ