საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,293 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2018 მიღება
01.08.2018 ძალაში შესვლა
23.10.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება №19 2018 წლის 31 ივლისი ქ . თბილისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება  ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი დანართი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს – ზედამხედველობის ორგანოს. 2. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და, აგრეთვე, ბლანკები და შტამპები დეპარტამენტის სახელწოდებით. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების, „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის ან კურატორი მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; ბ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; გ) კერძო სახანძრო-სამაშველო და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფების (სამთო მაშველი) საქმიანობის რეგულირება; დ) სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების შემუშავება. 2. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში შემოწმების ჩატარება, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებების განხორციელება; ბ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა; გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო მიწერილობის გაცემა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება; დ) სასამართლოსათვის მიმართვა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ე)  სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ვ) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, მათი აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; ზ) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფების (სამთო მაშველი) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, მათი აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; თ) საჭიროების შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და სათანადო აქტის გაფორმება; ი) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხანძრის მიზეზების შესწავლა; სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების სრულყოფის მიზნით პრაქტიკის განზოგადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ლ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია მუხლი 6🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) I სამმართველო; ბ) II სამმართველო; გ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის  პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო. მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის I და II სამმართველოები ტერიტორიულობის პრინციპის დაცვით ახორციელებენ ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს  შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე. 2. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის  პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხანძრის მიზეზების შესწავლა; სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების სრულყოფის მიზნით პრაქტიკის განზოგადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის  მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა)   ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების დაგეგმვას და შესაბამისი წლიური გეგმის დამტკიცებას; ე) ხელმძღვანელობს და ითანხმებს დეპარტამენტში მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს, ანაწილებს საკითხებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და მოსამსახურეებს შორის; ვ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ი) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ)  ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;  მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს; ნ) ასრულებს სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში)  და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს და განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და მოსამსახურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას; დ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ე) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;  ვ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) ასრულებს სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში)   და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას  ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის  მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს შესაბამის სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას შესაბამისი სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; დ) საჭიროებისამებრ ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სამსახურისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულებას; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.