საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 743 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2018 მიღება
01.08.2018 ძალაში შესვლა
23.10.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება №18 2018 წლის 31 ივლისი ქ . თბილისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი დანართი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სასწავლო ცენტრის (სამმართველო) (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1.  სასწავლო ცენტრი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. 2. სასწავლო ცენტრს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და აგრეთვე, ბლანკი და შტამპი თავისი სახელწოდებით. 3. სასწავლო ცენტრი ასრულებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციას. მუხლი 3🔗 სასწავლო ცენტრი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 სასწავლო ცენტრი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II სასწავლო ცენტრის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 სასწავლო ცენტრის ამოცანებია: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით საჯარო სექტორისათვის სახანძრო-სამაშველო საქმიანობის განსახორციელებლად პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი კადრების მომზადება და გადამზადება; ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სწავლების მაღალი სტანდარტებისა და ღირებულებების დამკვიდრება, დასავლური მიღწევების შესწავლა და კვლევისა და ანალიზის საფუძველზე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განათლების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევა: გ) საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, სწავლების მაღალი ხარისხის დანერგვა, მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოსა და სპეციალური პროფესიული განათლების მიღებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა დ) საქართველოს და სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. მუხლი 6🔗 სასწავლო ცენტრის ფუნქციებია: ა) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარების მიზნით პროექტების განხორციელება; ბ) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სწავლებისა და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, პროფესიული განათლების სფეროში სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცოდნის გაღრმავების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და სხვა ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მსმენელთა და მოსამზადებელი კადრების ურთიერთგაცვლა; ე) მეხანძრე-მაშველთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალური კურსებისა და პროგრამების განხორციელება; ვ) მსმენელებისათვის სწავლისა და თვითგანვითარებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა; ზ) სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტთან კოორდინაციით სწავლებებისა და ვარჯიშების ორგანიზება; თ) კომპეტენციის ფარგლებში მოხალისეთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეულ პირთა მომზადების უზრუნველყოფა; კ) საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განხორციელება; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III   სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა და მისი უფლებამოსილებანი მუხლი 7🔗 1. სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. სასწავლო ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. სასწავლო ცენტრის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრს, წყვეტს სასწავლო ცენტრის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სასწავლო ცენტრის საქმიანობას და პასუხისმგებელია სასწავლო ცენტრზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) თვალყურს ადევნებს სასწავლო ცენტრის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;  ამტკიცებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/სასწავლო კურსებს; ამტკიცებს საპილოტე პროგრამებს/სასწავლო კურსებს მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის, ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით; დ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო ცენტრში მსმენელად მისაღები პირებისათვის ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების წესებს დ სასწავლო ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი წესების პროექტებს; ე) სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სასწავლო ცენტრის მოსამსახურეთა  წახალისების თაობაზე; ვ) აანალიზებს სასწავლო ცენტრის საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სასწავლო ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს სასწავლო ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ; ზ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სასწავლო ცენტრის ამოცანების შესასრულებლად; თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სასწავლო ცენტრში მომზადებულ დოკუმენტაციას; ი) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სასწავლო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს სასწავლო ცენტრის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს. 4. სასწავლო ცენტრის უფროსის არყოფნისას სასწავლო ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირი.