საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,312 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2018 მიღება
01.08.2018 ძალაში შესვლა
23.10.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება №16 2018 წლის 31 ივლისი ქ . თბილისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი დანართი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას დამოუკიდებელია და დაუშვებელია სამსახურის სისტემის სხვა თანამდებობის პირების ჩარევა მის საქმიანობაში. 3. დეპარტამენტი, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან  −  ჰარმონიზაციის ცენტრთან (შემდგომში − ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინაციით. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗  დეპარტამენტის ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მიერ დეკლარირებული მიზნების მიღწევაში მონაწილეობა; ბ) სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამსახურის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობისა და შიდა პროცესების შეფასება/გაუმჯობესება; გ) სპეციალური შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა; დ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება. მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ბ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, სამსახურის საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, სამსახურის უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; გ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შესაბამისი დასკვნის ან ცნობის მომზადება; დ) სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება; ვ) შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) შიდა აუდიტორული საქმიანობისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის უფროსის პერიოდული ინფორმირება; თ) საქართველოს კანონმდებლობის და/ან სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით დეპარტამენტი/მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა) სამსახურის დანაყოფებიდან და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი; ბ) საჭიროებიდან გამომდინარე, გამოძახოს ნებისმიერი მოსამსახურე ან/და მისგან ადგილზე მიიღოს წერილობითი ან ზეპირი განმარტება; გ)  დაუბრკოლებლად შევიდეს სამსახურის, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებულ ნებისმიერ შენობაში/ტერიტორიაზე. თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები მუხლი 7🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) შიდა აუდიტის სამმართველო; ბ) აღმოსავლეთის ინსპექტირების სამმართველო; გ) დასავლეთის ინსპექტირების სამმართველო. მუხლი 8🔗 შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამსახურისა და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის   (შემდგომში – აუდიტის ობიექტი) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება; ბ) აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; გ) აუდიტის ობიექტში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებათა აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება; დ) აუდიტის ობიექტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება; ე) აუდიტის ობიექტის ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება; ვ) აუდიტის ობიექტში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ზ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა; თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი; ი) სამსახურის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების პრევენციის ანალიზი და შეფასება; კ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სამსახურის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი; ლ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის, პრევენციისა და სისტემის წინაშე არსებული რისკების შემცირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; მ) შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ნ) წელიწადში ერთხელ შიდა აუდიტის ხარისხის შიდა შეფასება; ო) შიდა შეფასების შედეგების, შიდა აუდიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ქმედებებისა და მათ დანერგვასთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობების შესახებ დეპარტამენტის დირექტორის ინფორმირება; პ) წლიური და სტრატეგიული გეგმების შესრულების მონიტორინგი; ჟ) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა; რ) მოთხოვნისთანავე სამსახურის სისტემის მოსამსახურეთაგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის მიღება; ს) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამსახურის სისტემის მოსამსახურეთაგან ახსნა - განმარტების მიღება; ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების მიზნობრივი გამოყენება; უ) სამსახურის სისტემაში ფინანსური სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით,  სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა დანაკლისისა და ზედმეტობის არსებობის ფაქტების გამოვლენა ქ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.  მუხლი 9🔗 აღმოსავლეთის ინსპექტირების სამმართველო და დასავლეთის ინსპექტირების სამმართველო, ტერიტორიული პრინციპის დაცვით, ახორციელებენ შემდეგ ფუნქციებს: ა) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსული საჩივრების, განცხადებების განხილვასა და აღნიშნულთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას; ბ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენასა და მათზე რეაგირებას; გ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის სისტემაში შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციისათვის სამსახურის სისტემაში შემავალ დანაყოფებში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, დანაყოფების საქმიანობის შემოწმებას; დ) სპეციალური შემოწმების ჩატარებას; ე) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის, სამსახურის უფროსისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა  დაცვის კონტროლს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამსახურის უფროსის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა  წახალისების თაობაზე; დ) მიმართავს სამსახურის უფროსს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ე) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და სამსახურის უფროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ; ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნისას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული საკურატორო სფეროს მიხედვით; დ) ასრულებს სამსახურის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის ბრძანებებს, მითითებებს, დავალებებს ან/და კონტროლს უწევს მათ შესრულებას; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.