საგანგებო სიტუაციების მართვის სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.10.2020
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №13
2018 წლის 31 ივლისი
ქ
. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი
დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
სამმართველო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი ფუქციებისა და ამოცანების შესრულებისას წარმოადგენს სამსახურს.
მუხლი 3🔗
სამმართველო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
სამმართველო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენლი წესით.
თავი II
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და გახორციელება;
ბ) სამსახურში პროფესიული განვითარებაზე დამყარებული კარიერული სისტემის დანერგვა.
მუხლი 6🔗
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემის ადამიანური რესურსების მართვის კუთხით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) საქართველობის კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და წელთა ნამსახურობის მიხედვით საპენსიო საბუთების გაფორმება;
დ) სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ე) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის, ნომენკლატურის ფარგლებში, სახელმწიფო წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება, სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება;
თ) სამსახურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, დადგენილი წესის შესაბამისად, სპეციალური კონკურსის ორგანიზება და ჩატარება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის სისტემაში უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, აღრიცხვა, კონტროლი და ერთიანი რეესტრის წარმოება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა და აღრიცხვა;
ლ) არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების წარმოება და მათთვის სპეციალური მოწმობების გაცემა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის და არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთათვის ცნობების ცნობების გაცემა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
სამმართველოს ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 7🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) სამსახურის უფროსს და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
დ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ე) აანალიზებს სამმართველოს საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;
ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოს მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნისას სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 8🔗
1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ)ზედამხედველობას უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის წინაშე.