საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.10.2020
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №9
2018 წლის 31 ივლისი
ქ
. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება
ამოქმედდეს
2018 წლის 1 აგვისტოდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამსახურის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება;
ბ) სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის სისტემის ერთიანი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის ფორმირება, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებული უწყებრივი დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი; სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებრივი და უწყებათაშორისი ღონისძიებების განხორციელება და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკის მოძიების, საერთაშორისო გამოცდილების კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიზნობრივი პროექტებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება, მუდმივი განვითარება და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოპოვება, მონაცემთა დამუშავება, სისტემატიზაცია, ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსება, სტატისტიკური ანგარიშების მომზადება, ანალიზის წარმოება და რისკების შეფასება;
ე) ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, ამ მიზნით სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა;
ვ) სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან კოორდინაციით სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამსახურის ხელმძღვანელობისა და სამსახურის დანაყოფების სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
თ) ანალიტიკური კვლევების ჩატარების ორგანიზება და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) ოპერაციების მართვის ელექტრონული მართვის სისტემების შექმნა, დანერგვა და განვითარება სხვა სტუქტურული ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით;
კ) სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უწყვეტი და ეფექტიანი მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ლ) სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და მონაცემთა საცავების სისტემური ადმინისტრირება;
მ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვა;
ო) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
პ) ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადების გათვალისწინებით, ინფორმაციის წაშლის/დაარქივების უზრუნველყოფა;
რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;
გ) ტელესაკომუნიკაციო სისტემების სამმართველო.
მუხლი 8🔗
სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით სამსახურის განვითარების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) სამსახურის განვითარების ერთიანი სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
გ) სამსახურის განვითარების მიზნით პროექტების შემუშავება, მათი მართვა და განხორციელების კოორდინაცია;
დ) ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანგარიშების მომზადება, ანალიზი და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირება;
ზ) ანალიტიკური კვლევების ჩატარების ორგანიზება და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურში საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების განვითარება, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
ბ) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროექტების შემუშავება და დანერგვა;
გ) ოპერაციების მართვის ელექტრონული მართვის სისტემების შექმნა, დანერგვა და განვითარება სხვა სტუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთგაცვლის საინფორმაციო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და მიღებული ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში ინტეგრირება;
ე) სამსახურის დანაყოფებთან კოორდინაციით კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულ მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერთიანი შიდა ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და მისი შესაბამისი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპიუტერული საკომუნიკაციო არხებით მონაცემთა მიმოცვლა სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად საინფორმაციო რესურსებზე დაშვების კონტროლი, აღრიცხვიანობა და ანალიზი;
თ) სამსახურის დანაყოფებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება;
ი) ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში მონაცემების განსათავსებლად მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი პროგრამული უზრუნველყოფა;
კ) მონაცემთა დამუშავების ცენტრის, სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი;
ლ) ცენტრალიზებული აუტენტიფიკაციის, კონფიგურაციისა და უსაფრთხოების მართვის სისტემებში, ერთიან შიდა ქსელში ჩართული სუბიექტების ინტეგრაცია და მონიტორინგი;
მ) ელექტრონული სერვისების ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗
ტელესაკომუნიკაციო სისტემების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ტელესაკომუნიკაციო სისტემების ინფრასტრუქტურის განვითარება, რესურსების მართვა და განაწილება;
ბ) სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის მიზნით რადიო და რადიოსარელეო კავშირების უზრუნველყოფა;
გ) საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერაციების და სწავლებების/წვრთნების ტელესაკმუნიკაციო სისტემებით მხარდაჭერა;
დ) სამსახურის რადიოსიხშირული სპექტრის მართვა;
ე) სამსახურში არსებული რადიო და რადიოსარელეო კავშირების შესაძლებლობების პერიოდული ანალიზი;
ვ) შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით სამსახურში ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების სწავლებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ზ) რადიო და რადიოსარელეო კავშირების დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
დ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ე) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;
ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე.
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სამსახურის უფროსის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.