საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-666
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2019 წლის წლიური საიმპორტო კვოტის
დამტკიცების შესახებ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის N2-374 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2020 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-666
2018 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-7 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის თანდართული ნუსხა”.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №97 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
დანართი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა
1.
პისტოლეტი – შესაბამისი ვაზნებით.
2.
სასიგნალო საშუალებები – შესაბამისი ვაზნებით.
3.
სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი და სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – შესაბამისი ვაზნებით.