„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №388 |
|
2018 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.“.
2. მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქსტატი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების − დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. საქსტატის დეპარტამენტებია:
ა) სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;
ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
დ) ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტი;
ე) ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტი;
ვ) ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი;
ზ) სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტი;
თ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტი;
ი) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტი;
კ) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტი.
3. საქსტატის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) თბილისის სტატისტიკის ბიურო;
ბ) აჭარის სტატისტიკის ბიურო;
გ) გურიის სტატისტიკის ბიურო;
დ) იმერეთის სტატისტიკის ბიურო;
ე) კახეთის სტატისტიკის ბიურო;
ვ) მცხეთა-მთიანეთის სტატისტიკის ბიურო;
ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სტატისტიკის ბიურო;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სტატისტიკის ბიურო;
ი) სამცხე-ჯავახეთის სტატისტიკის ბიურო;
კ) ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიურო;
ლ) შიდა ქართლის სტატისტიკის ბიურო.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;
გ) საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ე) სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელება;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) საქსტატის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
თ) სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) სტატისტიკური მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და კლასიფიკაციის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
კ) სტატისტიკური მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ლ) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
მ) საქსტატის საქმიანობის ანგარიშის მომზადების კოორდინაცია;
ნ) საბიუჯეტო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ო) ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება;
პ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცვა და ინვენტარიზაცია;
ჟ) საარქივო საქმიანობის განხორციელება;
რ) საქმისწარმოების განხორციელება;
ს) შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოობის რეჟიმის დაცვა;
ტ) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
უ) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ფ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება;
ქ) საქსტატისთვის სასტამბო მომსახურების გაწევა;
ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქსტატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება;
გ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი;
დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტატისტიკური საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება;
ბ) კომპიუტერების, სატელეფონო, ქსელური და პერიფერიული მოწყობილობების სისტემური და ტექნიკური მომსახურება, რეგიონული და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა, ადმინისტრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) საქსტატის ვებგვერდების ადმინისტრირება, განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
4. ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება;
ბ) სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
გ) სატელიტური ანგარიშების წარმოება.
5. ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეგისტრების სისტემის ფორმირება, აქტუალიზაცია და კოორდინაცია;
ბ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული სუბიექტების შესახებ სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;
გ) ენერგეტიკული ბალანსის წარმოება;
დ) ტურიზმის სტატისტიკის კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება.
6. ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფასების რეგისტრაცია;
ბ) სამომხმარებლო, მწარმოებელთა და სხვა ფასების ინდექსების გაანგარიშება;
გ) საერთაშორისო შედარებების პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
7. სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონის შესახებ სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;
ბ) სამუშაო ძალის სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;
გ) ხელფასების სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;
დ) სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროს (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამართალდარღვევები და ა.შ.) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გავრცელება;
ე) სოციალურ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება.
8. სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საყოველთაო სასოფლო-სამეურნეო აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;
ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სფეროს სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;
გ) სასურსათო ბალანსების წარმოება.
9. მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;
ბ) მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გავრცელება;
გ) დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება.
10. საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;
ბ) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება, ანალიზი და გავრცელება;
გ) ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებრი შედარებების განხორციელება;
დ) საგადასახადო ბალანსისთვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით), საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისთვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
11. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკური კვლევების ორგანიზება და განხორციელება;
ბ) სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
გ) სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებსა და რესპონდენტებთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
12. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალი განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.“.
|