ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2018
ძალაში შესვლა 01.11.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2018 წლის 1 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასური, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგინდეს სპეციალური საშვის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგინდეს პარკირების ტალონის ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
2. ეს წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას ამ წესის შესაბამისად პარკირებისათვის გამოყოფილ ადგილებზე.
4. წესი, გარდა ამ წესის მე-12 მუხლისა, არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1 წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;
გ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა − მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;
ზ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად ან მონიშვნით გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
თ) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია სასწავლო სვლის განხორციელებისას ინსტრუქტორ-მასწავლებელი;
ი) პარკირება − დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
კ) პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
ლ) პარკირების ოპერატორი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ან შერჩეული პირი;
მ) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;
ნ) პარკირების საფასური − ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული პარკირების ინდივიდუალური ადგილით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
ო) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
პ) საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
ჟ) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
რ) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ს) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება;
ტ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
უ) საცნობი ნიშანი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;
ფ) სპეციალური პარკირების ადგილი - ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
ქ) სპეციალური საშვი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი.
ღ) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
ყ) ტროტუარი − გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
შ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ჩ) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ- ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;
ც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
მუხლი 3🔗.
პარკირება
1. სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება პარკირების ადგილებზე, ასევე ყველა იმ ადგილზე სადაც არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
2. პარკირების ადგილები დატვირთვის შესაბამისად იყოფა სამ ზონად: ა) „A“ წითელი ზონა
ბ) „B“ ყვითელი ზონა გ) „C“ მწვანე ზონა
3. პარკირების ადგილი ჩაითვლება დატვირთულად თუ დღის 08-19 საათის მონაკვეთში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში დაკავებულია პარკირების ინდივიდუალური ადგილების 90% ან მეტი.
4. პარკირების ადგილს მიენიჭება „A“ წითელი ზონის სტატუსი თუ პარკირების ადგილი კვირაში დატვირთულია 5 დღის განმავლობაში მაინც.
5. პარკირების ადგილს მიენიჭება „B“ ყვითელი ზონის სტატუსი თუ პარკირების ადგილი კვირაში დატვირთულია 1 დღის განმავლობაში მაინც.
6. ყველა ის პარკირების ადგილი, რომელსაც არ ექნება მინიჭებული „A“ წითელი ზონისა ან „B“ ყვითელი ზონის სტატუსი ჩაითვლება „C“ მწვანე ზონად.
7. „A“ წითელ ზონასა და „B“ ყვითელ ზონაში პარკირება ფასიანია, რომლის ოდენობა განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
8. „A“ წითელ ზონაში მოქცეული პარკირების ადგილების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფასიანი პარკირების საერთო რაოდენონის 30%-ს
9. პარკირების ფასიან ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისათვის ნარჩენების შეგროვებისათვის ;
ე) ინკასაციისათვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
11. პარკირების ადგილები და ზონები განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
12. პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;
ბ) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესების;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
დ) სატრანსპორტო ნაკადის;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ვ) გზის გამტარუნარიანობის;
ზ) საზოგადოების სხვა ინტერესების.
მუხლი 4🔗.
პარკირების სფეროს მართვა
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან შერჩეული იურიდიული ან/და ფიზიკური პირების მეშვეობით.
2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
გაჩერების და დგომის წესები
1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის წესები განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.
მუხლი 6🔗.
პარკირების წესები
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
მუხლი 7🔗.
პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ნებართვის, ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის, თვლების ბლოკირების ან სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შესახებ მინიშნებები.
5. პარკირება დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, და ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 3 მეტრის რადიუსის დაშორებით.
6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ამ წესის შესაბამისად არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად ან/და საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მინიშნება.
8. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.
9. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
10. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.
11. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გარდა სწრაფი კვების ობიექტად გადაიარაღებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალებისა (ეგრედ წოდებული „food truck“).
12. ამ მუხლის მე-2 ე პუნქტის შესაბამისი ნებართვის მისაღებად ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირი ვალდებულია მერიას წარუდგინოს პარკირების ორგანიზების გეგმა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის მოწყობა.
მუხლი 8🔗.
სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის;
ბ) ტაქსების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების და ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
2. იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, შესაძლებელია ამ სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
3. ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება.
მუხლი 9🔗.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ:
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას; ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;
დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გაუთვალისწინებლად.
3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა.
4. პარკირებისას ამ წესის მე-10 ე მუხლის მე-4-ა) პუნქტით გათვალისწინებული პარკირების ტალონით სარგებლობისას მძღოლი ვალდებულია ტალონზე აღნიშნოს პარკირების დაწყების დრო და ტალონი განათავსოს მოწყობილობათა დაფის ზედა მხარეს, საქარე მინის ქვეშ თვალსაჩინო ადგილზე.
მუხლი 10🔗.
პარკირების საფასურის გადახდა
1. ფასიან პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.
2. პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.
3. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.
4. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება: ა) პარკირების ტალონისს შეძენით;
ბ) სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით; გ) პარკომატის საშუალებით;
დ) საბანკო ტრანზაქციით;
ე) ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით.
მუხლი 11🔗.
საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ან არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს ოპერატორს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. ოპერატორი უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
2. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
5. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად – 2 წლის ვადით, მე-2 პუნქტის შესაბამისად – არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.
6. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
7. საცნობი ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
8. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილობითი ფორმით ახალი საცნობი ნიშნის აღების თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ჩათვლის საჭიროდ, მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით.
9. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
10. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის. მასვე ეკისრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
11. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
12. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
13. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე; ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.
მუხლი 12🔗.
სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. სპეციალური საშვს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირი (გარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა) წერილობითი ფორმით მიმართვის შემთხვევაში გასცემს ოპერატორი.
2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.
4. სპეციალური საშვის ფორმა და გაცემის წესი მტკიცდება ამ დადგენილებით.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 13🔗.
დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირება
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.
მუხლი 14🔗.
კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს შესაბამისი სამსახურის/სამსახურების მეშვეობით.
2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
4. წინამდებარე წესის / პირობების დარღვევით ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება (მათ შორის, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა) წარმოადგენს დგომა-გაჩერების წესების დარღვევას და დამრღვევს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254-ე მუხლის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
5. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და სადგომზე შენახვის საფასურის ოდენობას ადგენს შესაბამისი პარკირების ოპერატორი ამ მომსახურებებისათვის გაწეული ხარჯების მიხედვით.
6. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის მიერ შესაძლებელია გაყვანილ იქნეს სპეციალური დაცული სადგომიდან ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების გადახდისთანავე. გადახდა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთით. მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცულ სადგომიდან გაყვანისას პარკირების ოპერატორს აგრეთვე უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საბუთი.
მუხლი 15🔗.
დასკვნითი დებულება
1. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასური
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური პარკირების ზონისა და დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა. „A“ წითელი ზონის საზღვრებში დღის 08-19 საათის მონაკვეთში პარკირების ღირებულება განისაზღვროს 1 საათი - 1 ლარის ოდენობით.
ბ. „B“ ყვითელი ზონის საზღვრებში დღის 08-19 საათის მონაკვეთში პარკირების ღირებულება განისაზღვროს 1 საათი - 0,5 ლარის ოდენობით.
დ. „C“ მწვანე ზონის საზღვრებში დაწესდეს პარკირების უფასო რეჟიმი.
დანართი №3
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა
ბი ნიშანი არის კვადრატის ფორმის 80X80 მმ, ლურჯ ფონზე ( კიდეებზე თეთრი ზოლით ) განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აღმნიშვნელი თეთრი ფერის სიმბოლოთი, ასევე სატრანსპორტო საშუალების ნომრისა და საცნობი ნიშნის მოქმედების ვადის აღმნიშვნელი რეკვიზიტებით.
დანართი N4
სპეციალური საშვის ფორმა
საშვი არის მართკუთხედის ფორმის 80X100 მმ, თეთრ ფონზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, ასევე სატრანსპორტო საშუალების ნომრის, გამოყენების არეალის, გაცემის თარიღის და მოქმედების ვადის აღმნიშვნელი რეკვიზიტებით.
დანართი N 5
.