ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№396
სარეგისტრაციო კოდი
340020000.10.003.020712
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №396

2018 წლის 3 აგვისტო 

ქ. თბილისი

 

ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა
მუხლი 1. მეთოდოლოგიური სქემის მიზანი

ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა (შემდგომში − მეთოდოლოგიური სქემა) მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სარგებლიანობაზე  გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის ერთიანი პრინციპების განსაზღვრას.

მუხლი 2. ჯიშთა გამოცდის  ორგანო

ჯიშების გამოცდას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ განსაზღვრული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი (შემდგომში − ჯიშთა გამოცდის ორგანო).

მუხლი 3. ჯიშთა გამოცდის საორგანიზაციო სქემა

1. ჯიშთა გამოცდის ორგანო ახორციელებს ადგილობრივი და  უცხოური წარმომავლობის მცენარეთა ჯიშების გამოცდას სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.

2. ჯიშის გამოცდის განსახორციელებლად განმცხადებელი ვალდებულია, ჯიშთა გამოცდის ორგანოს წარუდგინოს თესლისა და სარგავი მასალების ნიმუშები იმ ვადებში და რაოდენობით, რომელიც მოთხოვნილი აქვს ჯიშთა გამოცდის ორგანოს.

3. თესლისა და სარგავი მასალების გამოსაცდელ ნიმუშებს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) ჯიშის აღწერა, სადაც მითითებული იქნება: ჯიშის განსხვავებულობა, ერთგვაროვნება და სტაბილურობა (DUS), მცენარეების ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV), ჯიშის ტექნიკური კითხვარის აღწერილობის მიხედვით ან მცენარეთა ჯიშების თანამეგობრობის საზოგადოების სამსახურის (CPVO) ჯიშის ტექნიკური კითხვარის შესაბამისად.

4. ჯიშთა გამოცდის ორგანო ჯიშთა გამოცდას ახორციელებს ჯიშთა გამოსაცდელ ნაკვეთებზე საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ  (ნიადაგურ-კლიმატური) ზონებში. საქართველოს აგროკლიმატურ ზონებს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. ჯიშის გამოცდა უნდა განხორციელდეს კულტურის სავარაუდო გავრცელების მინიმუმ ორ აგროკლიმატურ ზონაში.  

6. ჯიშთა გამოცდის ორგანო ჯიშის გამოცდაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აფორმებს ხელშეკრულებას განმცხადებელთან.

მუხლი 4. ჯიშთა გამოცდის პროცედურები

1. ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჯიშთა გამოცდის მეთოდიკების“ მიხედვით.

2. ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის შეფასება ხორციელდება შემდეგი ძირითადი თვისებების მიხედვით:

ა) მოსავლიანობა;

ბ) მავნებელ-დაავადებათა მიმართ მდგრადობა;

გ) გარემო ფაქტორებთან დამოკიდებულება;

დ) ხარისხობრივი მაჩვენებლები.

3. ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის შედეგი დადებითად ჩაითვლება, თუ ჯიშის თვისებები, აღებული როგორც ერთი მთლიანი, განსახილველ რომელიმე ზონაში გამოავლენს უპირატესობას სამეურნეო მაჩვენებლების ან ბიოლოგიური მახასიათებლების თვალსაზრისით, გასავრცელებლად დაშვებულ ამ კულტურის ნებისმიერ ჯიშთან შედარებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი თვისებები არსებობს, დაბალი ინდივიდუალური თვისებები შესაძლებელია, არ იყოს გათვალისწინებული.

5. გამოსაცდელი ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგები ეცნობება განმცხადებელს.

6. ჯიშთა გამოცდის ორგანო  ვალდებულია,   უზრუნველყოს ჩატარებული გამოცდების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დოკუმენტების შენახვა.