ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №587 |
|
2022 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
1. „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სელექციონერის მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და განსხვავებულობაზე ჩასატარებელ გამოცდასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. ამ წესის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომელიც დაკავებულია სელექციური პროცესებით, ახორციელებს ახალი ჯიშის რეგისტრაციას, რათა დაიცვას სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები.
3. ეს წესი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე.
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზანია, საველე გამოცდის შედეგად დადგინდეს მცენარის/ცხოველის ჯიშის განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დასკვნა − საგამოცდო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ან არ ადასტურებს მცენარის/ცხოველის ჯიშის განსხვავებულობას, ერთგვაროვნებას, სტაბილურობას;
ბ) DUS ტესტი − ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგები.
მცენარის/ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი.
გამოცდის ორგანოში მცენარის/ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის პროცესი იწყება სელექციონერის მიერ განაცხადის წარდგენით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) სელექციონერისგან ან სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისგან − „საქპატენტისგან“ (შემდგომში − საქპატენტი) სელექციონერის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება;
ბ) დოკუმენტაციის განხილვა;
გ) მცენარის ჯიშის გამოსაცდელი მასალის ნიმუშების ან ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის მიღება სელეციონერისგან;
დ) DUS ტესტის ჩატარება;
ე) DUS ტესტის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
1. საქპატენტიდან საგამოცდო ორგანოში გამოცდის ჩატარებისათვის გაგზავნილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში:
ა.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი;
ა.ბ) სელექციონერის მიერ მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
ა.გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური და ბოტანიკური ნიშან-თვისებები;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში:
ბ.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი;
ბ.ბ) სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
ბ.გ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი ზოოლოგიური, კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვა ტარდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
საგამოცდო ორგანოს სელექციონერის მიერ მცენარის/ცხოველის ჯიშის საგამოცდო ნიმუშები მიეწოდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
1. მცენარის/ცხოველის გამოცდა ტარდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
2. საგამოცდო ორგანო უფლებამოსილია, შექმნას საგამოცდო ჯგუფი, მიიწვიოს სპეციალისტები მცენარის/ცხოველის კონკრეტული სახეობის/ჯიშის მიხედვით, რომელიც პასუხისმგებელია მცენარის/ცხოველის ჯიშის DUS-ის (განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა) ტესტის ჩატარებაზე.
1. საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე საგამოცდო ორგანო გადასცემს დასკვნას საქპატენტს, ჯიშის განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შესახებ.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საგამოცდო ორგანო, სელექციონერთან ერთად, ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს საქპატენტს.
3. ამ დადგენილების ამოქმედებამდე საგამოცდო ორგანოს მიერ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით ჩატარებული ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული ან/და დაწყებული გამოცდის შედეგებით მიღებული დასკვნები სარგებლობს ისეთივე უფლებამოსილებით, როგორც დადგენილების ამოქმედების შემდეგ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე მიღებული დასკვნები.
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სელექციონერის მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და განსხვავებულობაზე ჩასატარებელ გამოცდასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. 2. ამ წესის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომელიც დაკავებულია სელექციური პროცესებით, ახორციელებს ახალი ჯიშის რეგისტრაციას, რათა დაიცვას სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები. 3. ეს წესი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №587. სარეგისტრაციო კოდი — 410010020.10.003.023798.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.10.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №587, 23.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.023798 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5662778/