„ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №494 |
|
2023 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგამოცდო ორგანოში გამოცდის ჩატარებისათვის გაგზავნილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში:
ა.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი;
ა.ბ) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფისის ადმინისტრაციული საბჭოს (CPVO) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ოქმების, დანართი №2-ისა და მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოს მე-10 ნაწილის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია;
ა.გ) ჯიშის შემოთავაზებული დასახელება;
ა.დ) ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ჯიში რეგისტრირებული სხვა ქვეყანაში, ან სხვა ქვეყანაში არის თუ არა განაცხადი ჯიშის ასეთი რეგისტრაციის შესახებ;
ა.ე) განმცხადებელს შეუძლია, განაცხადთან ერთად წარადგინოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში:
ბ.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი;
ბ.ბ) სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
ბ.გ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი ზოოლოგიური, კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება.“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. მცენარის ჯიშად რეგისტრაციის შესახებ საგამოცდო ორგანოში წარდგენილ განაცხადზე, ჯიშის აღწერილობაზე უნდა ჩატარდეს ჯიშის ექსპერტიზა ამ წესის მე-4 მუხლისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
4. ჯიშის გამოცდა უნდა ჩატარდეს გამოცდის გეგმის, ჯიშის მოვლა-მოყვანისა და ჯიშობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, რომელმაც უნდა მოიცვას, სულ მცირე:
ა) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფისის ადმინისტრაციული საბჭოს (CPVO) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ოქმების შესაბამისი მოთხოვნები;
ბ) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) მცენარის „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ჩატარების ინსტრუქციების შესაბამისი მოთხოვნები;
გ) საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №494. სარეგისტრაციო კოდი — 410010020.10.003.024327.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №494, 18.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.024327 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6007313/