ა) ბლუთანგის კონტროლის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის წესებსა და ზომებს მის საწინააღმდეგოდ ბრძოლისა და აღმოფხვრისათვის;

ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველების გადაადგილების შეზღუდვის წესებს ბლუთანგის დროს შეზღუდული ზონიდან და ზონაში.

2. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო