საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1042
სარეგისტრაციო კოდი
000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 22/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან

ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებსაქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 16 მაისის დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოს და მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხოს 300 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესს ადგენს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი.

4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზებისათვის პარლამენტმა პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, თითოეულ წევრზე ყოველთვიურად გამოყოს 200 ლარი და ეს თანხა ჩარიცხოს იმ საარჩევნო სუბიექტების ანგარიშებზე, რომლებმაც არჩევნებში         (7-პროცენტიანი) ბარიერი გადალახეს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პარლამენტის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მე-4 პუნქტში აღნიშნული თანხის ჩარიცხვა იმ პარტიის ანგარიშზე, რომლის წევრიც არის იგი. ამის თაობაზე პარლამენტის წევრმა პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი პარტიის დასახელება და საბანკო რეკვიზიტები. თუ პარლამენტის წევრი ამ დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში არ წარადგენს სათანადო განცხადებას, თანხის ჩარიცხვა მოხდება მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ:

ა) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, – კავშირგაბმულობის საშუალებებით,  მათ შორის, სამთავრობო კავშირით, საკანცელარიო საქონლით და ადმინისტრაციულ საზღვრებში გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებებით ან/და საწვავით;

ბ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები და ის პარტიები (ბლოკები), რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში  7-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს,-- – სამუშაო ოთახებით;

გ) სათანადო სახსრების არსებობის შემთხვევაში მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დაფინანსება მოწვეულ სპეციალისტებთან განსაზღვრული ვადით შრომის ხელშეკრულებების გასაფორმებლად.“.

2. საქართველოს პარლამენტის აპარატმა ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხები აანაზღაუროს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხები – 2005 წლის 1 მარტიდან.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                       მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,

2005 წლის 25 თებერვალი.

N 1042- Iს