,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.09.2005 ბოლო ცვლილება 27.09.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1900
სარეგისტრაციო კოდი
000000000.0.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 07/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. პარლამენტმა ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა დაიწყოს 16 სექტემბერს.

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ კანონპროექტის კენჭისყრამდე გამოაცხადოს შესვენება არა უმეტეს 10 დღისა.

3. პარლამენტის თავმჯდომარემ ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები საქართველოს მთავრობას წარუდგინონ არა უგვიანეს 19 სექტემბრისა.

4. საქართველოს მთავრობამ ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს წარუდგინოს არა უგვიანეს 22 სექტემბრისა.

5. პარლამენტმა ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა დაასრულოს და ამ პროექტს კენჭი უყაროს არა უგვიანეს 27 სექტემბრისა.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 13 სექტემბერი.

№1900–IIს