„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 182-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. პარლამენტის კომიტეტებმა, საპარლამენტო ფრაქციებმა, უმრავლესობამ, უმცირესობამ, იმ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილონ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინონ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 4 დეკემბრისა.
2. საქართველოს კონტროლის პალატამ დასკვნა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შესახებ წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 3 დეკემბრისა.
3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართოს არა უგვიანეს 5 დე-კემბრისა.
4. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი დასკვნა და სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 5 დეკემბრისა.
5. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 5 დეკემბრისა.
6. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 8 დეკემბრისა.
7. პარლამენტმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არა უგვიანეს 10 დეკემბრისა.
8. პარლამენტის მიერ განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში გამოაცხადოს შესვენება.
9. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა კომიტეტებმა, ფრაქციებმა, უმრავლესობამ, უმცირესობამ, ცალკეულმა პარლამენტის წევრებმა თავიანთი დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) წარუდგინონ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი და შემოსული დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) გაუგზავნოს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 12 დეკემბრისა.
10. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 12 დეკემბრისა.
11. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ-თველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 18 დეკემბრისა.
12. პარლამენტმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი განიხილოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არა უადრეს 22 დეკემბრისა.
13. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2008 წლის 21 ნოემბერი.
№535–IIს