„საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1217
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 06/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. პარლამენტმა „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილოს 5 აპრილს.

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში გამოაცხადოს შესვენება არა უმეტეს 2 დღისა.

3. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები საქართველოს მთავრობას წარუდგინოს არა უგვიანეს 6 აპრილისა.

4. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს   2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 7 აპრილისა.

5. პარლამენტმა „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს კენჭი უყაროს არა უგვიანეს 8 აპრილისა.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                 ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 5 აპრილი.

№1217-Iს