ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 06.08.2018
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2018 წლის 6 აგვისტო
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპინქტის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში გარე ვაჭრობის რეგულირების წესები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აპრილის №9 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/04/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე
დანართი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი არეგულირებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარევაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია /მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი,დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/ მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან ,კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის, საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
მუხლი 2🔗.
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი
წინამდებარე წესის მიზანია:
ა) დაბა ხარაგაულის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) დაბა ხარაგაულის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
მუხლი 3🔗.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე და დაბა ხარაგაულისათვის გარე ვაჭრობის ადგილად განისაზღვროს სოლომონ მეფის ქუჩა რკინიგზის გადასასვლელი ხიდის სამხრეთით არსებული თავისუფალი ადგილი.
2. გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური და დასამტკიცებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს მერს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.
3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს:
ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/დააკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად;
ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.
5. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.
მუხლი 4🔗.
გარე ვაჭრობის ორგანიზება
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს დაბის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
4. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარევაჭრობა.
5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები,წიგნები;
ბ) ნახატები,სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
დ) ყველა სახეობის ხილი დ აბოსტნეული.
7. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
გარე ვაჭრობის კონტროლი
1. დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს მათი კომპეტენციის ფარგლებში.
2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარევაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
3. დაევალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს:
ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები იმ გარემოვაჭრეების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე წესის მოთხოვნებს;
ბ) განახორციელოს წინამდებარე წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.