სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ აქციონერთა მორიგ საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს/ს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2018 წლის 6 აგვისტო.
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში. მომხს. კ. თორაძე
2. 2017 წლის ფინანსური ანგარიში. მომხს. დირექტორი დ. რუსაძე
3. წლიური მოგების განაწილების შესახებ; მომხს. კ. თორაძე
4. სამეთვალყურეო საბჭოს გამოკლებული წევრების ხელახალი არჩევნები.
5. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ ს/ს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
– ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ ს/ს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ რეგისტრატორთან ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
ს/ს ,ქუთაისის“ ცენტრალური ავტოვაგზალის დირექტორი დიმიტრი რუსაძე.