ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის/მიღების ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016415
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 730 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N სერია N...დან N..მდე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.05.2019 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 16.02.2015 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.06.2021 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 16.06.2017 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის/მიღების ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 2018 წლის 3 აგვისტო ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის/მიღების ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-7, მე-8 მუხლების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღღიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 პუნქტის  ,,ჯ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის   შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების მიღების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა  დანართი  №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი  №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების მე-4  მუხლით  დამტკიცებული  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ორი გვერდისაგან პირველ გვერდზე გამოსახულია წარწერა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია“ და მისამართი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნომერი, თარიღი და ოქმის შედგენის ადგილი, ოქმის შემდგენი პირის  თანამდებობდა,  სახელი  და  გვარი, ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება, დაბადების თარიღი, მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი, იურიდიული მისამართი, სამართალდარღვევის შინაარსი, კანონის შესაბამისი მუხლი და პუნქტი, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება. სამართალდარღვევის  ოქმის  მეორე  გვერდზე მოცემულია ოქმის ნომერი, განმარტება სამართალდამრღვევი პირის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა, სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა, მოწმეების სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის № და ხელმოწერა, დაზარალებული პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის № და ხელმოწერა, სამართალდამრღვევის ხელმოწერა ოქმის ასლის ჩაბარებასთან დაკავშირებით,  ჩანაწერი  ადმინისტრაციული  სამართალდამრღვევის  მიერ  ოქმის  ხელმოწერაზე  უარის თქმის შემთხვევაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე გვერდზე ქვედა მარჯვენა კუთხეში დაიტანება დამკვეთის, ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის    ნომერი. მუხლი 6🔗 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  შეიცავს  შემდეგ  დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ  დამცავ ბადეს; ბ) ნუმერაციას საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ნათდება; გ) ბორჯღალის ნიშანს, რომელიც გახედვისას ჩნდება გამჭვირვალედ.“ მუხლი 7🔗 გამოცხადდეს ძალადაკარგულად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 თებერვლის №8 დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის  სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 თებერვლის №9  დადგენილება  ,,ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სამართალდარღვევის ოქმის  ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმის  და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ”. მუხლი 8🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია დანართი №1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა- ანგარიშგების წესი 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  მერიაში  არსებული  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმების  აღრიცხვა-ანგარიშგებას. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმების  ბლანკების  დამზადება  ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-8  მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად. 3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების  დამზადების  ორგანიზებასა  და  მომარაგებას  ახორციელებს  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერია. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე   ინახება ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციულ სამსახურში. 5. ოქმის ბლანკები შენახული უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთან ის    ადგილი, სადაც ინახება ოქმის ბლანკები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში, ოქმის   ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ, ოქმის ბლანკები გადაეცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის  შედგენის უფლებამოსილება. 7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ადმინისრტაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გადაცემა შესაბამის სამსახურისათვის, უნდა დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ დადგენილების მე-2 მუხლით  დამტკიცებულ დანართ №2-ში. 8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მათ განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი თავის მხრივ ვალდებულია სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში, რომლის  ფორმა  მოყვანილია  ამ  დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებულ დანართ  №3-ში. 9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია  გადახაზვა,  გადაფხეკვა,  გადაშლა  და  ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემვსები  მოხსენებითი  ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე  პასუხისმგებელ პირს. დანართი №2 სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის    ფორმა N სერია N...დან N..მდე რაოდენობა გაცემის თარიღი ბლანკები მივიღე (თანამდებობა, გვარი  და სახელი) 1 2 3 4 5 დანართი №3 სამართალდარღვევის ოქმების მიღების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა N სერია N...დან N..მდე რაოდენობა მიღების თარიღი ბლანკები ჩავაბარე (თანამდებობა,გვარი  და სახელი) 1 2 3 4 5