ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.08.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.167.016416
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №59 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის განაშენიანების ორთოფოტოსა და მისამართების რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 ივნისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №66
2018 წლის 3 აგვისტო
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მშენებლობის ნებართვის წინა გვერდზე, მარცხენა მხარეს, გამოსახულია სახელმწიფო გერბი, ხოლო მარჯვენა მხარეს –
მუნიციპალიტეტის გერბი, წარწერა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“, მშენებლობის ნებართვის ნომერი, ნებართვის გაცემის თარიღი, მშენებლობის დაწყების თარიღი, ნებართვის მოქმედების ბოლო თარიღი, დამკვეთის დასახელება და მისამართი, მშენებლობის დასახელება, ფუნქციური დანიშნულება, მისამართი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი, პროექტის შემთანხმებელი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება, ბრძანების ნომერი და თარიღი, ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი და სანებართვო პირობები. მშენებლობის ნებართვის ქვედა მარჯვენა კუთხეში დაიტანება დამკვეთის, ნებართვის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი. მშენებლობის ნებართვის მეორე გვერდზე ჩანაწერები არ კეთდება.
მუხლი 3🔗
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ნუმერაციას საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ნათდება;
გ) მუნიციპალიტეტის გერბს, რომელიც გახედვისას ჩნდება გამჭვირვალედ.“.
მუხლი 4🔗
გამოცხადდეს ძალადაკარგულად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 დეკემბრის №44 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 050111, 05/01/2011, 330010040.35.167.016028).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია