ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2018
ძალაში შესვლა 01.09.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2018
matsne.gov.ge 1,658 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2018 მიღება
01.09.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები,  ბანკები,  საკრედიტო  და  საფინანსო ორგანიზაციები
3 კინოთეატრები და თეატრები
4 ინსტიტუტები და კოლეჯები
5 სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)
6 სასტუმროები, მათ შორის, საოჯახო
7 საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები
8 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები
9 ექიმებისა და სტომატოლოგიური  კაბინეტები
10 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები
11 სასურსათო მაღაზიები
12 სამრეწველო მაღაზიები
13 აფთიაქები და ვეტაფთიაქები
14 სასურსათო და სამრეწველო მაღაზიების,  აფთიაქების და ვეტაფთიაქების  სასაწყობე  და  დამხმარე ტერიტორიები
15 აგრარული ბაზრები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 98% 27.02.2023 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 97% 08.02.2018 ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 96% 27.07.2018 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 96% 01.02.2017 სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №67 2018 წლის 3 აგვისტო ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ლაგოდეხის     მუნიციპალიტეტის      დასახლებულ     ტერიტორიაზე     შემოღებულ     იქნეს   დასუფთავების მოსაკრებელი. 1. ფიზიკური პირისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულზე შეადგენს თვეში 0.50 ლარს, ხოლო 4 სულზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში თვეში არაუმეტეს 2.00 ლარს – ოჯახზე. 2. ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს  დანართი  №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №2-ის   შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა, დანართი №3-ის   შესაბამისად. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის წინა გვერდზე გამოსახულია წარწერა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნომერი, მისამართი: „ქ.ლაგოდეხი“ და თარიღი, გადამხდელის სახელი, გვარი და მისამართი, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი, გადასახდელი თანხა, ნარჩენი თანხა, სულ თანხა, გადამხდელის ხელმოწერა, თანხის მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერა. ქვითრის  მეორე  გვერდზე  ჩანაწერები  არ კეთდება. მუხლი 5🔗 დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ  დამცავ ბადეს; ბ) ნუმერაციას საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ნათდება; გ)ბორჯღალის ნიშანს, რომელიც გახედვისას ჩნდება   გამჭვირვალედ.“. მუხლი 6🔗 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ  ნარჩენების  გაუვნებლობის  ხარჯები  დაიფაროს  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დაფარონ ქვითრის საშუალებით ან/და ელექტრონული  ანგარიშსწორებით. მუხლი 8🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობების დადგენის    შესახებ“. მუხლი 9🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1   სექტემბრიდან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია . დანართი №1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განაკვეთები ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის  № საქმიანობა ზომის ერთეული განაკვეთი თვეში (ლარებში) 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,03 2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები,  ბანკები,  საკრედიტო  და  საფინანსო ორგანიზაციები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,20 3 კინოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთ სავარძელზე 0,10 4 ინსტიტუტები და კოლეჯები ერთ მოსწავლეზე 0,10 5 სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) ერთ მოსწავლეზე 0,05 6 სასტუმროები, მათ შორის, საოჯახო მომსახურების ერთ საწოლზე 0,80 7 საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები ერთ საწოლზე 1,0 8 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები  დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,15 9 ექიმებისა და სტომატოლოგიური  კაბინეტები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,20 10 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები საერთო ფართის 1 კვ.მ. 0,015 11 სასურსათო მაღაზიები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,10 12 სამრეწველო მაღაზიები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,10 13 აფთიაქები და ვეტაფთიაქები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,10 14 სასურსათო და სამრეწველო მაღაზიების,  აფთიაქების და ვეტაფთიაქების  სასაწყობე  და  დამხმარე ტერიტორიები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,10 15 აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 კვ.მ. 0,08 16 აგრარული ბაზრები, რომლებიც ფუნქციონირებენ კვირაში ერთხელ საერთო ფართის 1 კვ.მ. 0,015 17 შერეული საქონლის ბაზრობები საერთო ფართის 1 კვ.მ. 0,02 18 ავტოსადგომები და საწყობები ღია ფართის 1კვ.მ 0,03 დახურული ფართის 1 კვ.მ 0,05 19 ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები სამუშაო ფართის 1 კვ.მ. 0,10 20 ავტოსამრეცხაოები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,05 21 ა/მანქანების სარემონტო სადგურები,  ტექმომსახურების ადგილები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,10 22 აბანოები, საუნები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,10 23 სილამაზის სალონები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,20 24 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 კვ.მ. 0,15 25 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები, სასაუზმეები, სახინკლეები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,25 26 საცხობები, საკონდიტროები, ლიმონათის საამქროები, საძეხვე საამქროები, სახაჭაპურეეები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,20 27 დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,80 28  საავტომობილო სადგურები ღია ფართის 1 კვ.მ. 0,01 დახურული ფართის 1 კვ.მ. 0,10 29 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები საერთო ფართის 1 კვ.მ. 0,01 30 ყველა სხვა ტიპის დაწესებულება, რომელიც არ მიეკუთვნება ამ დანართის 1-29 პუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებს  საერთო ფართის 1 კვ.მ. 0,01 დანართი №2 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე  დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  დასახლებულ  ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის    წესს. 2. ეს წესი აწესრიგებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების  მოსაკრებლის  გადახდასთან  დაკავშირებულ  ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესებას, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა  უფლება-მოვალეობებს. 3. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახადს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის    ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ    ვადაში. 5. მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი  უზრუნველყოფისა  და  ზედამხედველობის სამსახური. 6. მოსაკრებლის გადამხდელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი  ყველა სუბიექტი. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  როგორც  ფიზიკური  პირებისათვის, ისე იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს  (მოსარგებლეს),  რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის    წარმომქმნელია. 3. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის სულადობის მიხედვით. 4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის  ვალდებულება  ეკისრება იმ  იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი. 5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახში თვის პირველ ნახევარში რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გათვალისწინებით, ხოლო თვის მეორე ნახევარში  – ცვლილების გაუთვალისწინებლად. 6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე    მეტი. 7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადში. თუკი წინასწარ გადახდილი  თანხა, რომელიც  შეტანილი  იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის    თანხას. 9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქვითრის ან/და ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის    განმავლობაში. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვალა და მისგან    გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ნარჩენის წარმომქმნელი ყველა პირისათვის ერთი  თვის განმავლობაში მომსახურების მიღების   შემთხვევაში. 2.  მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის  მებრძოლი პირები და  დაღუპულთა ოჯახები; ბ) ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული   პირები; გ) ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მისი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა; დ)  სოციალურად  დაუცველი ოჯახები. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  ნარჩენების  წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. 4. არ დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური)  გათვალისწინებით. 5. მოსაკრებლის გადამხდელი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით  გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდევინების შეწყვეტა იმ ვადის განმავლობაში, რა პერიოდშიც გასული იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან და შესაბამისად არ იქნება ნარჩენის წარმომქმნელი, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს  მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს საცხოვრებელ  ადგილზე  არყოფნის ვადა. მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე), ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოში. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების  მიმღებად. 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობას და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა, რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყონებლივ ან/და, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ    ორგანოს. 3. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან ფაქტობრივი საქმიანობის დაწყების დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში), არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ    პერიოდზე. 4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ   პერიოდზე. 5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის  მომსახურების  განმახორციელებელი  სამსახურის  მიერ  ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული  პირები  და  ინდივიდუალური  მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ    პერიოდზე. 6. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის   თარიღიდან. 7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების  მიმღები  პირების ტერიტორიაზე. 8. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გაფორმება, საკუთარი ინტერესებისა და ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ბოლო კალენდარულ დღეს. 2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ  ორგანოსთან  გაფორმებული  შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს. მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.