ბრძანება სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/388
2018 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს რკინიგზა“-მ და მოითხოვა ,,საქართველოს კონსტიტუციის“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სარკინიგზო ხაზის (თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი ფარგლებში) ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი- ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით.
პროექტის მოკლე აღწერა:
სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
პროექტის მიზანია უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებელობიდან ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. მათ შორის, ქვიშხეთი- ზვარეს გვირაბის მშენებლობაც, რომლის საპროექტო სიგრძე შეადგენს 8350 მეტრს და ყველაზე დიდ გვირაბს ამიერკავკასიაში მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა გაიზრდება 48 მლ ტონამდე, ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში მიაღწევს 100 მლ ტონას, ამას გარდა შემცირდება რკინიგზის ექსპულატაციის და მოვლის ხარჯები.
ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის ექსპულატაციის მიზნით, კერძოდ: სარკინიგზო ლიანდაგის გვერდით საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის მოწყობა, რომელიც წარმოადგენს ხარაგაული-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზას. ამასთან, არსებული გზა განიცდის მოდიფიცირებას გვირაბის მშენებლობის გამო.
პროექტის განსახორციელებად აუცილებელია ეთერ ცხოვრებაძის, გოჩა და გელა ცხოვრებაძეების, ნიკო კაკიაშვილის, თინა კვინიკაძის, მანანა ლომსაძის და გიორგი ბანცაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შუამდგომლობა და მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ხორციელდება თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც შედის ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ინფსატრუქტურა. დასახელებული პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა ეთერ ცხოვრებაძის (პ/ნ 35001052396) საკუთრებაში არსებული ერთი მიწის ნაკვეთი, გოჩა ცხოვრებაძისა (პ/ნ 01033005214) და გელა ცხოვრებაძის (პ/ნ 01033005355) საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი, ნიკო კაკიაშვილის (პ/ნ 35001047923) საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი, თინა კვინიკაძის (პ/ნ 56001020037)საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთი, მანანა ლომსაძის (პ/ ნ01027042496) საკუთრებაში არსებული 2 მიწისა და გიორგი ბანცაძის ( პ/ნ 01027052208) საკუთრებაში არსებული 1 მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/ კ 36.17.33.152 (მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი მოლითი, 1984 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა/ნაგებობები) მესაკუთრეა ეთერ ცხოვრებაძე (პ/ნ 35001052396);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 36.17.31.052 (მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ნებოძირი, 1710 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) და ს/კ N36.17.31.071 (მისამართი ხარაგაულის რაიონი, სოფელი ნებოძირი, 1326 კვ.მ მისი ნაკვეთის მესაკუთრეებია გოჩა ცხოვრებაძე (პ/ნ 01033005214) და გელა ცხოვრებაძე (პ/ნ 01033005355);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 36.17.33.029 (მისამართი ხარაგაულის რაიონი, სოფელი ნებოძირი, ანეულა 1345 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობები) და ასევე ს/კ 36.17.33.233 (მისამართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი, ანეულა, 430 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნიკო კაკიაშვილი (პ/ნ 35001047923);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 36.17.33.234 (მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ნებოძირი, 710 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა) და უძრავი ქონების ს/კ 36.17.33.123 (მისამართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფელი ნებოძირი, 746 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ ნაგებობა) მესაკუთრეა თინა კვინიკაძე (პ/ნ 56001020037);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 36.17.33.126 (მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი მოლითი ანეულა, 801 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა) მესაკუთრეები არიან მანანა ლომსაძე (პ/ნ 01027042496) და გიორგი ბანცაძე (პ/ნ 01027052208);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 36.17.33.172 (მისამართი ხარაგაულის რაიონი, სოფელი ანეულა, 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა მანანა ლომსაძე (პ/ნ 01027042496);
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების, გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის.
ვინაიდან, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/ გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3
/მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 06 ივლისის, 20 ივლისის ოქმებისა და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი, ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება;
1.1 უძრავი ქონება ს/კ 36.17.33.152 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი მოლითი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 1984 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) მესაკუთრე ეთერ ცხოვრებაძე (პ/ნ 35001052396), საექსპროპრიაციო ფართი 505 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობა, ღობე, მრავალწლიანი ნარგავები;
1.2 უძრავი ქონება: ს/კ 36.17.31.052 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 1710 კვ.მ, მასზე არსებული შენობა/ნაგებობები); ს/კ N36.17.31.071 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1326 კვ.მ) მესაკუთრეები გოჩა ცხოვრებაძე (პ/ნ 01033005214) გელა ცხოვრებაძე (პ/ნ 01033005355); ს/კ 36.17.31.052 რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან საექსპროპრიაციო ფართია 561 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მრავალწლიანი ნარგავები; ს/კ 36.17.31.071 რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან პროექტისათვის საჭირო ფართია 1326 კვ.მ სრულად, მრავალწლიანი ნარგავები;
1.3. უძრავი ქონება: ს/კ 36.17.33.029 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი ანეულა, 1345 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობები) და ს/კ 36.17.33.233 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი ანეულა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 430 კვ.მ) მესაკუთრე ნიკო კაკიაშვილი (პ/ნ 35001047923); ს/კ 36.17.33.029-ით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან საექსპროპრიაციო ფართია 1345 კვ.მ სრულად, შენონა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები, ს/კ 36.17.33.233-ით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან საექსპროპრიაციო ფართია 430 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად;
1.4. უძრავი ქონება: ს/კ 36.17.33.234 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი, 710 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა) და უძრავი ქონება ს/კ 36.17.33.123 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი, 746 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა) მესაკუთრე თინა კვინიკაძე (პ/ნ 56001020037); ს/კ 36.17.33.234-ით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან საექსპროპრიაციო ფართია 180 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მრავალწლიანი ნარგავები, ხოლო ს/კ 36.17.33.123-ით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან საექსპროპრიაციო ფართია 187 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობა ღობე, მრავალწლიანი ნარგავები;
1.5. უძრავი ქონება ს/კ 36.17.33.126 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი მოლითი, ანეულა, 801 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა) მესაკუთრეები მანანა ლომსაძე (პ/ნ 01027042496) და გიორგი ბანცაძე (პ/ნ 01027052208); საექსპროპრიაციო უძრავი ქონება 801 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად, შენობა/ნაგებობა ღობე, მრავალწლიანი ნარგავები;
1.6 უძრავი ქონების ს/კ 36.17.33.172 (მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანეულა, 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა მანანა ლომსაძე (პ/ნ 01027042496); საექსპროპრიაციო უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი 160 კვ.მ სრულად.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჩერქეზიშვილი.