„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.148.016526
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №80

2018 წლის 10 აგვისტო

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის  №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018; 010250050.35.148.016478) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მცირე სახელმწიფო გერბი და გორის მუნიციპალიტეტის გერბი  (დაიტანება ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);“;

„ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (თვითმმართველი ერთეულის გერბი გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს,ზედა კუთხეში);“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბრძანება“ (თვითმმართველი ერთეულის გერბი გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს,ზედა კუთხეში);“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,გორის მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანება“ (თვითმმართველი ერთეულის გერბი გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს,ზედა კუთხეში);“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მცირე სახელმწიფო გერბი და  გორის მუნიციპალიტეტის გერბი;“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. რეკვიზიტი „მცირე სახელმწიფო გერბი“ და „გორის მუნიციპალიტეტის გერბი“

1. რეკვიზიტი „მცირე სახელმწიფო გერბი“ და „გორის მუნიციპალიტეტის გერბი“-გამოიყენება:

ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე;

ბ) წერილების ბლანკებზე;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის ბეჭდებზე.

2. მცირე სახელმწიფო გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა ზედა კუთხეში ფურცლის ზედა ადგილზე, ხოლო გორის  მუნიციპალიტეტის გერბი – დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა ზედა კუთხეში. გერბების ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გ ამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.08.2018.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.08.2018. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №80. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.148.016526.
რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №80, 10.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016526 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4297385/