საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 13.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №42/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2018
matsne.gov.ge 190 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 96% 01.08.2018 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 10.08.2016 საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 31.08.2015 2019 წლის მაისის თვეში გასამართი შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 24.03.2019 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 27.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №42/2018 2018 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უფლება არ ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტითა და 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი