აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/407
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/407

2018 ლის 9 აგვისტო

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2018 წლის 28 მაისის (№3381/09) განცხადება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ 500 კვ ქვესადგური „ლაჯანური 500“-ის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ -KFW-ის დაფინანსებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 500 კვ ქვესადგური „ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის №2574 განკარგულებით და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №01-1/579 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანას და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მის ინტეგრაციას. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. შესაბამისად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

ამასთან, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ალპანას დასავლეთით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. საპროექტო ტერიტორიიდან საცხოვრებელი ზონა (სოფ. ალპანა) მდებარეობს აღმოსავლეთ მხარეს 1000 მ-ზე მეტი მანძილის დაცილებით. მდ. რიონის კალაპოტამდე დაშორების მანძილი შეადგენს 300 მ.

„ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა 1. გურჯაანი ფრუიძის, 2. გოჩა და დავით ფრუიძეების; 3. დათუნა, ეკა, მიხეილ და რეზო ხვადაგიანებისა და ომიდალ ალავიძის; 4. გიორგი, გოგი, დევნა, ზაზა, ლოლა ფრუიძეებისა და ფატმან ალავიძის; 5. ეკა მუშკუდიანისა და ზაზა ფრუიძის; 6. ზაურ, ლამზირა, მონიკა და ნოე ფრუიძეების, 7. მამუკა ფრუიძის; 8. ზოია და ომარ ჯანაძეებისა და ციური ბურჯალიანის; 9. კობა, ნანი, ჯიული ერბელიძეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

დასახელებულ პირებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია მშენებლობა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2018 წლის 28 მაისს წერილობით (№3381/09) მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 500 კვ ქვესადგური „ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.052, მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა გურჯაანი ფრუიძე (ს/კ 60001076011);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.041, მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა გოჩა ფრუიძე (პ/ნ 49001013869) და დავით ფრუიძე (პ/ნ 49001005086);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.026, მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა დათუნა ხვადაგიანი (პ/ნ 49001005036), ეკა ხვადაგიანი (პ/ნ 49001007590) მიხეილ ხვადაგიანი (პ/ნ 49001015090), ომიდალ ალავიძე (პ/ნ 49001002217) და რეზო ხვადაგიანი (პ/ნ 49001015089);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.020 და ს/კ 89.14.26.018 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა გიორგი ფრუიძე (პ/ ნ 01001101356), გოგი ფრუიძე (პ/ნ 60003002439), დევნა ფრუიძე (პ/ნ 49001004925), ზაზა ფრუიძე (პ/ნ 49001004786), ლოლა ფრუიძე (პ/ნ 49001007591) და ფატმან ალავიძე (პ/ნ 49001009162);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.032 და ს/კ 89.14.26.031 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა ეკა მუშკუდიანი (პ/ნ 49001004127) და ზაზა ფრუიძე (პ/ნ 49001009751);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.053 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა ზაურ ფრუიძე (პ/ნ 49001011977), ლამზირა ფრუიძე (პ/ნ 49001011677), მონიკა ფრუიძე (პ/ნ 49001014416) ნოე ფრუიძე (პ/ნ 49001014415);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.057 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა მამუკა ფრუიძე (პ/ნ 49001004972);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.062 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა ზოია ჯანაძე (პ/ნ 49001003037); ომარი ჯანაძე (პ/ნ 49001003389), ციური ბურჯალიანი (პ/ნ 49001004927);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 89.14.26.019 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა მესაკუთრეა კობა ერბელიძე (პ/ნ 49001002938) ნანი ერბელიძე (პ/ნ 49001007583), ჯიული ერბელიძე (პ/ნ 49001004982);

დადგენილია, რომ ქვესადგური „ლაჯანური 500“-ის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დასახელებული პირების საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთები.

დადასტურებულია, რომ მესაკუთრეებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.”

ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისადა ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/ გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 8 ივნისისა და 22 ივნისის სხდომის ოქმებისა და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. 500 კვ ქვესადგური „ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება ქვესადგურ „ლაჯანურ 500“-ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.052 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, მესაკუთრე გურჯაანი ფრუიძე (ს/კ 60001076011), საექსპრიოაციო ფართი – 1853 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები;

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.041, მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, თანამესაკუთრეები: გოჩა ფრუიძე (პ/ნ 49001013869), დავით ფრუიძე (პ/ნ 49001005086), საექსპროპრიაციო ფართი 2594 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები;

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.026, მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, თანამესაკუთრეები: დათუნა ხვადაგიანი (პ/ნ 49001005036), ეკა ხვადაგიანი (პ/ნ 49001007590) მიხეილ ხვადაგიანი (პ/ნ 49001015090), ომიდალ ალავიძე (პ/ნ 49001002217), რეზო ხვადაგიანი (პ/ნ 49001015089), საექსპროპრიაციო ფართი 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები;

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.020 და ს/კ 89.14.26.018, მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, თანამესაკუთრეები: გიორგი ფრუიძე (პ/ნ 01001101356) გოგი ფრუიძე (პ/ნ 60003002439), დევნა ფრუიძე (პ/ნ 49001004925), ზაზა ფრუიძე (პ/ნ 49001004786), ლოლა ფრუიძე (პ/ნ 49001007591) და ფატმან ალავიძე (პ/ნ 49001009162). საექსპროპრიაციო ფართი: ს/კ 89.14.26.018 რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 969 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული; ს/კ 89.14.26.020 რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები;

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.032 და ს/კ 89.14.26.031 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, თანამესაკუთრეები:ეკა მუშკუდიანი (პ/ნ 49001004127), ზაზა ფრუიძე (პ/ნ 49001009751). საექსპროპრიაციო ფართი: ს/კ 89.14.26.031 რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 656 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები; ს/კ 89.14.26.032 რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 709 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები;

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.053 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, თანამესაკუთრეები: ზაურ ფრუიძე (პ/ნ 49001011977), ლამზირა ფრუიძე (პ/ნ 49001011677), მონიკა ფრუიძე (პ/ნ 49001014416) ნოე ფრუიძე (პ/ნ 49001014415), საექსპროპრიაციო ფართი – 935 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები;

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.057 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, მესაკუთრე მამუკა ფრუიძე (პ/ნ 49001004972), საექსპროპრიაციო ფართი 1723 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები;

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.062 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, თანამესაკუთრეები: ზოია ჯანაძე (პ/ნ 49001003037); ომარი ჯანაძე (პ/ნ 49001003389), ციური ბურჯალიანი (პ/ნ 49001004927), საექსპროპრიაციო ფართი 1994 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები;

უძრავი ქონება ს/კ 89.14.26.019 მდებარე ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა, თანამესაკუთრეები:კობა ერბელიძე (პ/ნ 49001002938), ნანი ერბელიძე (პ/ნ 49001007583), ჯიული ერბელიძე (პ/ნ 49001004982), საექსპროპრიაციო ფართი 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით განობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                          გიორგი ჩერქეზიშვილი