ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2018
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2018
matsne.gov.ge 617 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.07.2018 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.07.2018 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.04.2025 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.06.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2018 წლის 16 აგვისტო ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი , დანართის შესაბამისად . მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე დანართი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  წინამდებარე წესი არეგულირებს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიის განსაზღვრის , ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს . მუხლი 2🔗. გარე  ვაჭრობა  გარე ვაჭრობად ითვლება : ა ) საქონლის რეალიზაცია /მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან , რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური , მაცივარი , სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი , საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი , დახლი და სხვა ); ბ ) საქონლის რეალიზაცია /მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან /და მასზე განთავსებული ნაგებობიდან . მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის  რეგულირების მიზანი წინამდებარე წესის მიზანია : ა ) მუნიციპალიტეტის არქიტექტურული იერსახის , სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ბ ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ; გ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა . მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის  ადგილების განსაზღვრა   1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ადგილებს   მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო . 2 . გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად , მათ შორის , კვირის კონკრეტული დღეებისათვის , სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში , ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას . 3 . თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად , გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა , რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად . 4. ქ. ონში   გარე ვაჭრობა აკრძალულია შემდეგ   ადგილებში: ა) დავით აღმაშენებლის ქუჩა; ბ) დავით აღმაშენებილის მოედანი; გ) დემეტრე II-ის მოედანი; დ) ვახტანგ VI-ის ქუჩა ჯიმი მაისურაძის ქუჩის გადაკვეთამდე. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება    1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა   მოეწყოს ისე , რომ აკმაყოფილებდეს ონის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული იერსახის მოთხოვნებს და არ  აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას . გარე ვაჭრობა უნდა მოეწყოს მოქმედი სანიტარიულ -ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით . 2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ -სამშენებლო პროექტის შეთანხმებით , კანონმდებლობით დადგენილი წესით . 3 . აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი , ხორცის პროდუქტები , რძე , რძის პროდუქტები , თევზი , შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური ), ასევე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა . 4 . გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით : ა ) ჟურნალ -გაზეთები , წიგნები ; ბ ) ნახატები , სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები ; გ ) ყვავილები ; დ ) ხილ -ბოსტნეული – როგორც საკუთრივ   მაღაზიის   მიერ   წარმოებული , ასევე მაღაზიის   მიერ   შემდგომი   რეალიზაციის   მიზნით შეძენილი   ხილ -ბოსტნეული მაღაზიის წინ , ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ -ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ -ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების , შენახვისა და რეალიზაციის პროცესში ); ე ) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო -ესთეტიკური იერსახით დაცული ). 5 . სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით : ა ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები ; ბ ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით ); გ ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში ); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის   კონტროლი  1. ნებისმიერი საქმიანობა , რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად , მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს , ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად . 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური .