აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №17 |
|
2018 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის, „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანების 34 პუნქტის შესაბამისად:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 აპრილის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ზემდგომ/კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებში წარადგინონ შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანოებმა, მათი და მათ დაქვემდებარებაში ან/და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების პერიოდული და წლიური (ნაზარდი ჯამით) ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგება წარადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა (ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან ერთად სავალდებულოა თითოეული ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა).
3. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 აპრილის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წარადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი (კონსოლიდირებული) პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 15.08.2018. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.32.061.016247.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.12.2019-დან.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“, №17, 15.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.32.061.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4304577/